Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

საბაუნი გიწვევთ ამერიკელი სამართლის პროფესორის დილეინ სვენსონის ინტერაქტიულ ვორქშოპზე „ამბის თხრობის ხელოვნება იურისტებისათვის“


photo-captionსულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი / საბაუნი გიწვევთ ამერიკელი სამართლის პროფესორის დილეინ სვენსონის ინტერაქტიულ ვორქშოპზე „ამბის თხრობის ხელოვნება იურისტებისათვის“

ვორქშოპის აუდიტორია:
იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები, რომლებსაც სურთ ამბის თხრობის უნარ-ჩვევის დახვეწა-განვითარება თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.

ვორქშოპის ფორმატი:
მოკლე სალექციო მიმოხილვა და აუდიტორიის აქტიური ჩართულობით მცირე სამუშაო ჯგუფებში ინდივიდუალურ ქეისებზე მუშაობა.

ტრენერი:
ამერიკელი პროფესორი ლუბლინის უნივერსიტეტიდან დილეინ სვენსონი.
ამერიკელი პროფესორი საქართველოში იმყოფება USAID-ის ეგიდით და ატარებს ტრენინგებს მოქმედი მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და ადვოკატებისთვის.
დილეინ სვენსონი არის პოლონეთში ლუბლინის უნივერსიტეტის პროფესორი და იურიდიული უნარების განვითარების ცენტრის დამფუძნებელი. ლუბლინის უნივერსიტეტში სვენსონი ასევე ხელმძღვანელობს ამერიკული სამართლის ცენტრს. ის არის აგრეთვე პოლონეთში სამართლის ინსტიტუტის ფონდის დამფუძნებელი. პროფესორი სვენსონი კონსულტაციას უწევს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გაეროს, USAID და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივ რეფორმებს. ამჟამად ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული სასამართლო მოდელირების პროექტის ექსპერტ-კონსულტანტია ჩინეთში.
დილეინ სვენსონის სატრენერო პრაქტიკა მოიცავს სემინარებს სასამართლო ადვოკატირების, ადამიანის უფლებების, სასამართლო და იურიდიული რეფორმების თემატიკაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

დილეინ სვენსონმა სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, აშშ. მას აქვს ამერიკულ სასამართლო სისტემაში მუშაობის 10-წლიანი პრაქტიკა.

1994წ. მიენიჭა ვაშინგტონის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა იურისტის წოდება.

1997-99წწ. მუშაობდა პოლონეთის იურიდიული რეფორმირების პროგრამაში, რომელიც ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.

1999-2002წწ. პროფესორი სვენსონი ხელმძღვანელობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს აზიის რეგიონში (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი).

ვორქშოპის ჩატარების თარიღი: 2016 წლის 12 დეკემბერი, 12:00-13:30სთ
მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი/საბაუნი, ბიბლიოთეკის დარბაზი,  ქუთათელაძის ქ. #3 (დელისთან)
საკონტაქტო პირი: ნინო პატარაია, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანატი, ტ: 577 347718
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/8hRBhr2ZwMTNISyH3
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2016 წლის 11 დეკემბერი.

დასწრება თავისუფალია.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.