Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

საჯარო ლექცია „თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“


9 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“.

ლექცია თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის “პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან” ფარგლებში გაიმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  I კორპუსი, 107-ე აუდიტორია