Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამინისტროში სტაჟირება გავლილ პირებს სერტიფიკატები გადასცა. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს ტექნიკური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2015-2016 წლებში სტაჟირება გაიარეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი), საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე­ბის, სამართლებრივი უზრუნველყოფის, პროფესიული განათლებისა და ეკონომიკურ  დეპარტამენტებში.

იმ პირებმა, რომელთაც სტაჟირების პერიოდში პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულება გამოავლინეს, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დასაქმდნენ.

ამ ეტაპზე, სამინისტროში სტაჟირებას  20-მდე პირი გადის, ხოლო 2013 წლიდან დღემდე, უწყებაში 215-მა პირმა გაიარა სტაჟირება.

სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება, სტაჟიორების პროფესიული ზრდა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი სპეციალისტების პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესს კვლავაც აქტიურად აგრძელებს, რაც ახალგაზრდებს დასაქმებაში ეხმარება.