Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

14 უცნობი ფაქტი GOOGLE-ის შესახებ


გთავაზობთ 14 უცნობ ფაქტს „გუგლის“ შესახებ, რომელსაც ბრიტანული გამოცემა The Independent აქვეყნებს.
1. სინამდვილეში არავინ იცის, რეალურად რამდენი წლის არის „გუგლი“.
არავინ იცის, ზუსტად როდის დაიბადა “გუგლი“. კომპანიას ექვსი დაბადების დღე აქვს, თუმცა გადაწყვიტეს, რომ იუბილე 27 სექტემბერს იზეიმონ. საძიებო გიგანტის ერთ-ერთი პოტენციური დაბადების თარიღი 1995 წელია.
2. „გუგლის“ ბანაკში ტირანოზავრი დგას
კამპუსში ტირანოზავრის გიგანტური ფიტულია აღმართული, რომელიც თანამშრომლებს ყოველდღიურად ახსენებს, რომ არავის მისცენ კომპანიის გადაშენების საშუალება.
3. ტირანოზავრის თამაში გუგლ ქრომზეცაა დამალული
როდესაც ქრომს ინტერნეტი არ მიეწოდება, ბრაუზერზე პატარა დინოზავრი ისახება. თუ space ღილაკს დააჭერთ, გაააქტიურებთ თამაშს, რომელშიც დინოზავრის დაბრკოლებებისთვის არიდება მოგიწევთ.
4. „გუგლი“ უფრო მეტ კომპანიას ყიდულობს, ვიდრე ეს თქვენ იცით
საძიებო გიგანტი თითქმის ყოველ კვირა ერთ ახალ კომპანიას ყიდულობს. უმეტესობა მათგანი მცირე კომპანიებია, თუმცა არის რამდენიმე მსხვილი კომპანიაც.
5.”იღბალს მივენდობი” ღილაკი
ეს ღილაკი კომპანიას წელიწადში ათეულობით მილიონი დოლარი უჯდება. მსგავსი ძიების დროს გუგლის რეკლამები არ ჩნდება, ამასთან სიტყვის ჩაწერისას უკვე იწყება შედეგების გამოჩენა. მართალია ეს ღილაკი მხოლოდ გართობისთვისაა, მაგრამ გართობა კომპანიას ძალიან ძვირი უჯდება.
6. „გუგლის“ პირველი საცავი ლეგოსგან შექმნეს
„გუგლი“ დღეს მსოფლიოში ინფორმაციის ერთ-ერთი უმსხვილესი საცავია, რომელსაც სერვერებისთვის დიდი შენობები სჭირდება. თუმცა დასაწყისში, მისი პირველი საცავი ლეგოსგან შექმნილი კონტეინერი იყო.
7. ფულადი კომპენსაციები
გუგლი დიდ თანხებს უხდის იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც „გუგლში“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. გარდაცვლილის მეუღლე ათი წლის მანძილზე დაღუპულის შემოსავლის 50 პროცენტს იღებს, ბავშვები კი მანამდე იღებენ ფულს, სანამ სრულწლოვნები გახდებიან.
8. გუგლი ერთხელ ხუთი წუთით გამოირთო და მსოფლიო ტრაფიკის 40 პროცენტი შეიწირა
2013 წლის 19 აგვისტოს „გუგლმა“ 5 წუთით შეწყვიტა მუშაობა და ნახევარი ინტერნეტი თან გაიყოლა.
9. „გუგლი“ თხებს ქირაობს
„გუგლს“ დიდი და გამწვანებული ოფისები აქვს. ამ ოფისების ტერიტორიაზე იმდენი ბალახია, რომ მათი მანქანით გაკრეჭის ნაცვლად, კომპანია თხებს ქირაობს გაზონის მოსაწესრიგებლად.
10. გუგლში ძალიან ბევრი ძაღლი ჰყავთ
„გუგლის“ ოფისებში ძაღლებით შესვლა ნებადართულია. გარდა ამისა, ძაღლის მიყვანა სამსახურში თანამშრომლებსაც შეუძლიათ. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ძაღლები თანამშრომლებს უფრო აბედნიერებენ.
11. „გუგლის“ ლოგო 2001 წლამდე არ არსებობდა
თავდაპირველად, საძიებო გიგანტის ჩაშვების პირველ წლებში ლოგო მარცხნივ იყო გადახრილი. 2001 წლიდან კი ლოგომ ცენტრისკენ გადაინაცვლა. მას შემდეგ ლოგოზე პატარა ცვლილებები, როგორიც ასოების მოხაზულობა, ფონტი და სხვა გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დეტალებია, გამუდმებით ხორციელდება.
12. სახელის შეცვლა
ცვლილებები „გუგლის“ სრულ სახელსაც ეხება. ყველაზე დიდი ცვლილება ბოლო წლებში კომპანიის სახელის შეცვლა იყო, რომელსაც Alphabet ეწოდა. ყველაფერი, რასაც გუგლი ფლობდა, გადავიდა ”ანბანის” მფლობელობაში, რომელსაც აგრეთვე გუგლი ფლობს.
13.  ყოველ 1 წამში Google-ზე 11 600-ზე მეტი ძიება ფიქსირდება 146 ენაზე
14. რას ნიშნავს Google

სიტყვა Google არის სიტყვა Googol-ის არეული ვარიანტი. გუგოლი ნიშნავს რიცხვს, რომელიც ერთიანისა და 100 ნულისაგან შედგება.

წყარო:BPN.GE