Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

5 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ბილ გეითსი გირჩევთ


მაიკროსოფტის დამაარსებელი ბილ გეითსი საკუთარ ბლოგში იმ წიგნებზე საუბრობს, რომლის წაკითხვასაც ამ ზაფხულს გირჩევთ.
Seveneves
ამერიკელი ნილ სტივენსონის 800-გვერდიანი სამეცნიერო ფანტასტიკა ადამიანებზე, რომელთაც დედამიწის დატოვება მოუწიათ.
”შესაძლოა, მოთმინებაც კი დაკარგოთ, იმდენად ბევრ ინფორმაციას მიიღებთ კოსმოსურ ფრენაზე, მაგრამ ტექნიკური დეტალები ძალიან მომეწონა”, – წერს გეითსი.
The Power to Compete
ჰიროში მიკიტანისა და რიოჩი მიკიტანის ერთობლივი წიგნი. ”რაკუტენის” დამაარსებელი ჰიროში მიკიტანი მამამისს, ეკონომისტ რიოჩი მიკიტანის იაპონიის ეკონომიკის გამოცოცხლების გზებზე ესაუბრება.
„მართალია ჰიროშის პროგრამაში ყველაფერს არ ვეთანხმები, მაგრამ

წიგნში ბევრი კარგი იდეა აქვს

წამოყენებული”, – წერს გეითსი.
Sapiens: კაცობრიობის მოკლე ისტორია
ისტორიკოსი იუვალ ნოა ჰარარი ადამიანის მოგზაურობას მის კოგნიტურ, აგროკულტურულ და სამეცნიერო რევოლუციებში მიჰყვება.
”მე და მელინდამ ერთად წავიკითხეთ ეს წიგნი, რომლის დამთავრებას ჩვენ შორის ძალიან ბევრი საინტერესო დიალოგი მოჰყვა”, – წერს გეითსი.
How not to be wrong
მათემატიკის პროფესორი ჯორდან ელენბერგი არღვევს ყველა კონცეპტს და გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ”მათემატიკური აზროვნების” ყველაფერში გამოყენება.
”ზოგჯერ მათემატიკა ძალიან რთულდება, მაგრამ ავტორი მუდამ ახერხებს მკითხველი გაურკვევლობაში არ დატოვოს და აუხსნას, რის თქმას ცდილობს”, – წერს გეითსი.
The Vital Question
ინგლისელი ნიკ ლეინის წიგნი მოგვითხრობს, როგორ წარმოიშვა და ვითარდებოდა ცხოვრება ენერგიის პრინციპების შემდეგ.
”ბიოქიმიკოსი ნიკ ლეინი იმ ორიგინალური მოაზროვნის ნიმუშია, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ამ კაცის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს”, – აღნიშნავს „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი.

წყარო:www.bpn.ge