Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

“IT პროექტების მართვა” – უფასო ტრენინგი სტუდენტებისთვის


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ტრენინგი თემაზე: “IT პროექტების მართვა”. ტრენინგს გაუძღვება სააგენტოს და უკრაინული ტრენინგ ცენტრის “Skill Up” მიერ გადამზადებული ტრენერი გიორგი ხალათიანი.

40 საათიანი კურსი განკუთვნილია 17-დან 22 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც დაინტერესებულია IT პროექტების მართვით. სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

გიორგი ხალათიანი – საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობა 2009-2011 წლებში დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IT დეპარტამენტში. 2012-2013 წლებში მუშაობდა კონსტანტა ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტად. 2013-2015 წლებში გახდა ამავე ბანკის IT დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორი. 2015 წლის აპრილიდან დღემდე მუშაობს TBC ბანკში IT სპეციალისტად.

კურსი მოიაცვს IT პროექტების მენეჯმენტის საფუძვლებს, სწავლება წარიმართება ლექციების, პრაქტიკული და დამოუკიდებელი სამუშაოების ფორმატში.

ტრენინგის განრიგი : 

ხანგრძლივობა/ თარიღი/ თემა

2.5 20/08/15 INTRODUCTION TO PROJECT MANAGEMENT
2.5 24/08/15 25 Q&A
2.5 26/08/15 TRANSLATING NEEDS INTO REQUIREMENTS
2.5 31/08/15 PROJECT LIFE CYCLE
2.5 02/09/15 ESTABLISHING BUSINESS CASE
2.5 04/09/15 BUSINESS MODELING (PART1)
2.5 07/09/15 BUSINESS MODELING (PART2)
2.5 09/09/15 PLANNING AND ESTIMATION
2.5 11/09/15 ORGANIZATION STRUCTURES
2.5 14/09/15 LEADERSHIP
2.5 16/09/15 PROJECT MONITORING AND CONTROL
2.5 18/09/15 MANAGING OBJECTIVE AND SCOPE
2.5 21/09/15 MANAGING SOFTWARE PROJECTS
2.5 23/09/15 MANAGING QUALITY
2.5 25/09/15 MANAGING PROJECT CONFLICT
2.5 28/09/15 MOTIVATION

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დრო:  20 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით,  19:00 – 21:00 საათამდე.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:  http://goo.gl/forms/UX0QA77jIJ

ტრენინგი არის უფასო, მაგრამ ტრენინგის გავლას შეძლებენ მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. მონაწილეთა გადარჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრებების საფუძველზე. შესარჩევი პროცესის გავლის გარეშე, მონაწილეები ტრენინგზე არ დაიშვებიან.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 19 აგვისტოს ჩათვლით.