Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> პროფესიული სწავლება > ბუღალტერთა მომზადების ცენტრი – (ბმც)

 
ბუღალტერთა მომზადების ცენტრი – (ბმც)

ორგანიზაციის მისია და მიზნები

მისია
_ ბუღალტერთა მომზადების სფეროში თანამედროვე სწავლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
_ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის  ბუღალტრული აღრიცხვის  სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამების სრულყოფა საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად;
_ უცხო ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული პროგრამების) სწავლების დამკვიდრება ბუღალტერთა მომზადების  სფეროში
_ ბუღალტერთა სწავლებისათვის საჭირო მეთოდური სახელმძღვანელო ლიტერატურის მომზადება.

მიზნები  
_ აღრიცხვის სფეროს სპეციალისტების მომზადება;
_ უცხო ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება;
_ საკონსულტაციო მომსახურება აღრიცხვა ანგარიშგების სფეროში;
_ საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო დაბეგვრის სფეროში;
_ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა;
_ შემოსავლების ზრდისა და საქმიანობის გაფართოებისათვის ბუღალტერთა მომზადების ახალი პროგრამების დანერგვა.

დაფუძნების თარიღი: 2005 წლის 2 თებერვალი
დამფუძნებლები: 
რევაზ ძაძამია, ლავრენტი ჭუმბურიძე

ბუღალტერთა მომზადების ცენტრი
(პროფესიული კოლეჯი)

გთავაზობთ

მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა მომზადების
სპეციალურ პროგრამებს:

1. ბუღალტერთა პროფესიული მომზადების 6 თვიანი პროგრამა

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ

საშუალო სკოლადამთავრებულებსა და განათლების უფრო მაღალი საფეხურის (პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლების) სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

სტუდენტთა მიღება და სწავლის დაწყება

სტუდენტთა მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: იანვარსა და სექტემბერში. სწავლის დაწყება: თებერვალსა და ოქტომბერში.

სწავლება და სტაჟირება

ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობა ტარდება  კვირაში ხუთი დღე, დღეში ოთხი საათი. კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას (პრაქტიკას) საქმიანი თამაშების სპეციალური პროგრამით.

კვალიფიკაცია და დიპლომი

კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბუღალტრის მესამე დონის კვალიფიკაცია და მიეცემათ შესაბამისი დიპლომი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.

პროგრამის ღირებულება

პროგრამის სრული კურსის ღირებულებაა 1200 ლარი. ღირებულებაში შედის სასწავლო პროცესისათვის საჭირო ლიტერატურა.

2. ბუღალტერთა მომზადების ორთვიანი პროგრამა:

•  ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით;

•  საგადასახადო დაბეგვრა.

სასწავლო ჯგუფები კომპლექტდება ყოველთვიურად. სწავლა მიმდინარეობს კვირაში სამჯერ, დღეში 2 საათი:

მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სალექციო და პრაქტიკული კურსის სახელმძღვანელო ლიტერატურითა და შესაბამისი მასალებით.

სწავლისა და ლიტერატურის ღირებულება 220 ლარი

კურსდამთავრებულებზე გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.

3. ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა:

• ბუღალტრების დახელოვნება საქმიანი თამაშის სპეციალური პროგრამით

• პროგრამის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას

პროგრამაში მიიღებიან პირები, რომლებსაც აქვთ:

• განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში

• საოფისე და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

(სტაჟირებისა და ლიტერატურის  ღირებულებაა 400 ლარი)

4. საგადასახადო კოდექსში მომზადების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს მსმენელთა მომზადებას თეორიული და პრაქტიკული (გადასახადების გაანგარიშება და დეკლარაციების შედგენა) კურსით.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში. სწავლება კვირაში 3-ჯერ. სწავლების ღირებულებაა 350 ლარი.