Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> პროფესიული სწავლება > კოლეჯი “ბარაკონი”

  • კოლეჯი “ბარაკონი”
  • თბილისი, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქ. №1ბ, მესამე სართული (მეტრო - "სამედიცინო ინსტიტუტი").
  • 2 30 80 86
  • barakoni08@gmail.com
  • www.barakoni.edu.ge
  • რუკაზე ნახვა
 
კოლეჯი “ბარაკონი”

კოლეჯი “ბარაკონი” არის ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელიც ახორციელებს I, II, III, IV და V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით, კოლეჯის შინაგანაწესით და წესდებით.

კოლეჯის მიზანია:

საქართველოს მოსახლეობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

კოლეჯის ამოცანებია:

შეიმუშაოს კვალიფიციური, მაღალი სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამები. უზრუნველყოს სათანადო სასწავლო გარემო. მიანიჭოს პროფესიული კვალიფიკაციები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები და განვითარების პროგრამების ათვისების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

საზოგადოებრივი კოლეჯი ბარაკონი იღებს სტუდენტებს:

  • პრაქტიკოსი ექთანი
  • ექთნის თანაშემწე
  • მასაჟისტი
  • კბილის ტექნიკოსი
  • ფარმაცევტის თანაშემწე
  • ბუღალტერი
  • ოფისის მენეჯერი(მდივან-რეფერენტი)
  • ინფორმაციული ტექნოლოგი
  • ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)
  • კომპიუტერული გრაფიკოსი

კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.