Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> პროფესიული სწავლება > პარტნიორობა საერთაშორისო განვითარებისთვის
 
პარტნიორობა საერთაშორისო განვითარებისთვის

კურსის ხანგრძლივობა: 5 კვირა, 4 საათი დღეში.

ზოგადი საექთნო კურსის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის:
1. ინსპექციის, პალპაციისა და და აუსკულტაციის ჩატარების თანამიმდევრობასა და მეთოდებს;
2. პაციენტის ფიზიკურ შეფასებას სისტემების მიხედვით:
3. საექთნო ანამნეზის შეკრებასა და პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შეფასებას.
4. ძირითად მედიკამენტებს და მათი გამოყენების წესებს, მათ მოქმედებას ორგანიზმზე, წინააღმდეგჩვენებებსა და დოზირებას.
5. საექთნო ჩარევას ენდოკრინული სისტემის დაავადებების დროს, როგორიცაა დიაბეტი, ოსტეოპოროზი, ჰიპერ- და ჰიპოთირეოიდიზმი, მეტაბოლური სინდრომი
6. საექთნო ჩარევას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, როგორიცაა გასტროინტესტინალური რეფლუქსი, გასტრიტი, კუჭის წყლული, ღვიძლის უკმარისობა
7. საექთნო ჩარევას სასუნთქი სისტემის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების დროს
8. საექთნო ჩარევას შარდ-სასქესო დაავადებების, როგორიცაა ინფექცია, მწვავე და ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
9. საექთნო ჩარევას ფსიქიკური დაავადებების დროს, როგორიცაა დეპრესია, შიზოფრენია, ბიპოლარული დაავადება.
10. საექთნო ჩარევას იმუნოლოგიური და ჰემატოლოგიური სისტემების დაავადებების დროს, როგორიცაა ლეიკემია და ანემია
11. საექთნო ჩარევას ნევროლოგიური სისტემის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, გულყრები.
12. საექთნო ჩარევას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, როგორიცაა კორონარული არტერიების დაავადება, ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ათეროსკლეროზი
13. საექთნო ჩარევას ინფექციური დაავადებების დროს, ჰეპატიტები, შიდსი, ტუბერკულოზი, გრიპი.
14. ბავშვის ზრდა-განვითარებას და ფიზიკურ შეფასებას
15. გერიატრიული პრობლემების საექთნო მართვას.
16. საექთნო ეთიკასა და ღირებულებებს და საექთნო პროცესს;
17. პაციენტის განათლებას
18. ჯანმრთელობის პრევენციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას
19. ინფექციის კონტროლს;
20. სტრესის მართვას

კურსის ფარგლებში მანეკენებზე ისწავლება შემდეგი კლინიკური უნარ-ჩვევები:
ა) საწოლის მომზადება;
ბ) პაციენტის ტრანსპორტირება
გ) მიღებული და გამოყოფილი სითხის გაზომვა
დ) შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
ე) ინექციები – კანში, კანქვეშ, კუნთებში, ვენაში;
ვ) ოყნა;
ზ) დესმურგია
თ) ტრაქეის სანაცია
ი) ნაზო-გასტრული ზონდის ჩადგმა
კ) ლაბორატორიული ანალიზებისათვის სისხლისა და შარდის აღება
ლ) ჭრილობისა და ნაწოლების მოვლა
მ) გულ-ფილტვის რეანიმაცია
ნ) ხელის სწორად დაბანა

კურსის ღირებულება: 300 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 65.
ტელ: 2 747408, 599242859
ელ-ფოსტა: maia7m@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.pfid.net