Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი – Leaf
 
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი – Leaf

ჩვენს შესახებ:
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლებისათვის.

ცენტრში სწავლება წარიმართება ევროპის, ამერიკისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნათა შესაბამისად“Liberal Arts” პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ცენტრის ნოვატორული სერვისი – College Counseling (ქოლეჯ ქაუნსელინგი) ახალგაზრდებს დაეხმარება:
• პროფესიის განსაზღვრაში;
• საქართველოში უნივერსიტეტისა და სკოლის არჩევაში;
• საზღვარგარეთ უნივერსიტეტის არჩევაში;
• საზღვარგარეთ უმაღლესი სკოლის არჩევაში;
• სასურველ უნივერსიტეტთან და უმაღლეს სკოლასთან კონტაქტის დამყარებაში;
• სასწავლო სტიპენდიის მოპოვებაში.

ცენტრში ისწავლება შემდეგი საგნები: 

  1. ინგლისური ენა
  2. TOEFL/IELTS
  3. SAT (სტანდარტული მისაღები გამოცდები აშშ-ს უნივერსიტეტებისათვის)
  4. GMAT/GRE
  5. მათემატიკა
  6. აზროვნების ლაბორატორია (ლოგიკა და უნარები)
  7. ქართული ენა და ლიტერატურა
  8. ისტორია
  9. გეოგრაფია
  10. ფიზიკა
  11. ქიმია
  12. ბიოლოგიაცენტრში მოსწავლეები შეიძენენ შემდეგ ბაზისურ უნარჩვევებს:
    * კრიტიკულ აზროვნება;
    * კომუნიკაცია;
    * ჯგუფში მუშაობა;
    * პრეზენტაციების ჩატარება;
    * ახალ გარემოსთან შეგუება;
    * გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.ცენტრში ასწავლიან მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები: გია მურღულია – ფილოლოგიის დოქტორი; ბესო კევლიშვილი – მათემატიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, ჰარშ სოდი – დაამთავრა ვილიამსის “Liberal Arts” უნივერსიტეტი, იუჯინ სლონიმეროვი – დაამთავრა რაიერსონის უნივერსიტეტი და ტორონტოს უნივერსიტეტი; გიორგი ჩავლეიშვილი – დაამთავრა ჰამილტონის “Liberal Arts” უნივერსიტეტი; ქრისტინა ფუშოუ – დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი (USC), ქეთევან ბაცანკალაშვილი – ფილოლოგი; სოცალურ მეცნიერებათა მაგისტრი; სწავლობდა და მუშაობდა შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა-პანსიონში Ecole d’Humanite. (სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს)ცენტრში სასწავლებლად მიიღებიან VIII კლასიდან, ასაკის შეზღვუდვის გარეშე. მოსწავლეებს, სკოლაში/უნივერსიტეტში თუ სამსახურში არსებული სასწავლო საათების გათვალისწინებით, შევთვაზებთ მოქნილ გრაფიკს.ცენტრში სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამის გარემოში: კლასები დაკომპლექტდება თანაბარი აკადემიური მოსწრების და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებით; კლასები იქნება მცირერიცხოვანი – მაქსიმუმ 6 მოსწავლე; სწავლება წარიმართება მრგვალი მაგიდის პრინციპით; მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე ტექნიკით და მუდმივი ინტერნეტ ქსელით.

    მობრძანდით, ცენტრში დაგხვდებათ კეთილგანწყობილი შემოქმედებითი გარემო.

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი – LEAF

შენი გზა უმაღლესი განათლებისკენ!

www.leaf.ge

www.blog.leaf.ge