Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ბიშოპის უნივერსიტეტი
 
ბიშოპის უნივერსიტეტი

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/87058108126?pwd=NHZJQnpyVGc4UHVpMkg2MWRzQnhsZz09

Meeting ID: 870 5810 8126

Passcode: 231796

 

ბიშოპის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1843 წელს, მდებარეობს კანადის ულამაზეს აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოადგენს ერთ-ერთ უნიკალურ სასწავლებელს.

ჩვენი მთავარი მისიაა საუკეთესო განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს განსაკუთრებულ სასწავლო შესაძლებლობებს, სტაჟირებას და ტრენინგებს, რომელიც ხელს უწყობს მათი უნარების გაუმჯობესებას და პროფესიულ განვითარებას. გარდა იმის, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ თავის სფეროში მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ასევე, შეუძლიათ დამატებით შეარჩიონ კურსები სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენ აქცენტირებულები ვართ ლიბერალური განათლების მოდელზე და უკვე ზედიზედ მეოთხედ დავსახელდით კანადაში ნომერ პირველ სასწავლებლად.   ჩვენი სტუდენტები საუკეთესო აკადემიურ გამოცდილებას იღებენ შესანიშნავ ატმოსფეროში, ულამაზეს, ტრადიციულ კამპუსში.

ბიშოპის უნივერსიტეტი ქმნის განსაკუთრებულ გარემოს სტუდენტებისთვის, რათა მოხდეს მათი პერსონალური ზრდა. ჩვენ ხელს ვუწყობთ სტუდენტებს გახდნენ ლიდერები და წვლილი შეიტანონ ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაციაში.

სტიპენდიები – სტუდენტები, რომლებიც აპლიკაციას გამოაგზავნიან  2021 წლის 1 მარტამდე (2021 წლის სექტემბრის სასწავლო სემესტრისთვის), ავტომატურად განიხილებიან სტიპენდიის მისაღებად.  ჩვენი ყველა სტიპენდია ემყარება შესაბამის აკადემიურ მოსწრებას.