Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ბოკონის უნივერსიტეტი
 
ბოკონის უნივერსიტეტი

ბოკონის უნივერსიტეტი მენეჯმენტის, ეკონომიკის, ფინანსების, მონაცემთა და პოლიტიკურ მეცნიერებების დარგებში სპეციალიზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

ძლიერი თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან შერწყმით,  ბოკონის უნივერსიტეტი მიზნად ისახავს მიიზიდოს ნიჭიერი სტუდენტები რომლებიც სამომავლოდ ბიზნეს ლიდერები გახდებიან.

ბოკონის საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის არჩევა ჭკვიანური ნაბიჯია, რაც შესაძლებლობას მოგცემთ: ისწავლოთ საერთაშორისო რეიტინგში ყველაზე პრესტიჟულ და მოწინავე უნივერსიტეტში, ისარგებლოთ სრული სასწავლო გამოცდილებით და ინტერაქტიული სასწავლო მეთოდებით, ისარგებლოთ მსოფლიო მასშტაბით მოწინავე დაამსაქმებელთან უპირატესი ურთიერთობით, გამოიყენოთ 280 ზე მეტი პარტნიორი სკოლის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო შესაძლებლობა, ისარგებლოთ საერთაშორისო, მდიდარი და წამახალისებელი აკადემიური გარემოთი მილანში!

საბაკალავრო პროგრამები

  • ბიზნესის ბაკალავრი
  • საერთაშორისო ეკონომიკა და მენეჯმენტი
  • ხელოვნების, კულტურისა და კომუნიკაციის ეკონომიკა და მენეჯმენტი.
  • საერთაშორისო ეკონომიკა და ფინანსები
  • ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები
  • ეკონომიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერებები
  • მათემატიკა და ხელოვნული ინტელექტის კომპიუტერული მეცნიერებები
  • საერთაშორისო პოლიტიკა და მთავრობა

სამაგისტრო პროგრამები

  • ფინანსები
  • ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები
  • ინოვაციისა და ტექნოლოგიების ეკონომიკა და მენეჯმენტი
  • პოლიტიკა და პოლიტიკის ანალიზი
  • საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი და კონტროლი
  • სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკა და მენეჯმენტი
  • ხელოვნების, კულტურის და მედიის მენეჯმენტი
  • საერთაშორისო მენეჯმენტი
  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  • მონაცემთა მეცნიერებები და ბიზნეს ანალიტიკა
  • კიბერ რისკების სტრატეგია და მართვა

სტიპენდია

დაჯილდოება დამსახურების მიხედვით

https://www.unibocconi.eu/wps/wcm/connect/bocconi/sitopubblico_en/navigation+tree/home/programs/current+students/services/funding/master+of+science+programs/2020-2021_bocconi+graduate+merit+awards

ბოკონის უნივერსიტეტი ვალდებულებას იღებს, წარმატებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი დონის უმაღლესი განათლება.  აღნიშნული ჯილდო გულისხმობს წლიურად 13.000€ -დან 14,000€-მდე სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას. დამსახურების მიხედვით ჯილდოზე განიხილებიან ბოკონის უნივერსიტეტში საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებად წარდგენილი სააპლიკაციო დოკუმენტებით. სტიპენდიაზე ცალკე აპლიკაციის შეტანა არ მოითხოვება.  ბოკონის ჯილდოზე აპლიკანტის შეფასება ძირითადად დამოკიდებულია კანდიდატის აკადემიურ მოსწრებასა (GPA, SAT or GMAT ქულებზე) და პირად პროფილზე (CV, პირადი განცხადება).

ბოკონის საერთაშორისო ჯილდო

საერთაშორისო ჯილდო გულისხმობს სწავლის ღირებულების 50%-ის დაფინანსებას, წლიურად დაახლოებით € 7,000 ოდენობით. ბოკონის უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღებული პირველკურსელები განიხილებიან საერთაშორისო ჯილდოზე, ცალკე აპლიკაციის შევსების გარეშე.  სტიპენდიის კანდიდატებს   მისაღები დოკუმენტების საფუძველზე (GMAT ან SAT, GPA, პირადი განცხადებით, CV) აფასებენ რექტორის მიერ დანიშნული ერთობლივი კომიტეტი და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანი.

ქალთა ჯილდო

“ქალთა ჯილდო” მიზნად ისახავს ბოკონის განსხვავებულობის გადანაწილებას  სტუდენტური ორგანოს ფარგლებში, აკადემიური მოსწრების და ეკონომიკის და ფინანსების დარგში სწავლის გაგრძელების მსურველი მდედრობითი სქესის სტუდენტების პოტენციალის აღიარებას.   ქალთა ჯილდო, რომელიც სწავლის გადასახადის სრულ დაფინანსებას გულისხმობს, საუკეთესო ბიოგრაფიული მონაცემების მქონე ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე იმ სტუდენტებს გადაეცემა  (აკადემიური მოსწრების, GMAT ქულების და საზღვარგარეთ მუშაობის/სწავლის გამოცილების ქონის საფუძველზე), რომლებიც სწავლის გაგრძელებას ბოკონის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე გადაწყვეტენ.

ცნობილი კურსდამთავრებულები

ფრანჩესკა ბელატინისენტი,  ლორენთის აღმასრულებელი დირექტორი &პრეზიდენტი

https://www.viasarfatti25.unibocconi.eu/notizia.php?idArt=21256

ჯიოვანი ცისერანი  

Procter&Gamble-ის ჯგუფის პრეზიდენტი

https://www.youtube.com/watch?v=OnQGoU8Gm0s

ფედერიკო მარჩეტტი

Yoox – Pret-a-porter ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი &პრეზიდენტი

https://www.youtube.com/watch?v=1O7T942umw0

მარიო მონტი, იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი

https://en.wikipedia.org/wiki/Mario_Monti

ვიტორიო კოლაო,   ტექნოლოგიური ინოვაციების და ციფრული გადასვლის მინისტრი და ვოდაფონე ჯგუფის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

https://en.wikipedia.org/wiki/Vittorio_Colao 

პროფ. ალბერტო ალესინა  

https://en.wikipedia.org/wiki/Alberto_Alesina

პროფ. ნოურიელ როუბინი  

https://it.wikipedia.org/wiki/Nouriel_Roubini