![]() |
![]() | ![]() |

-
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
Große Scharrnstraße 59 , 15230 Frankfurt (Oder), GERMANY
+ 49 335 5534-2485
ლინკი
international@europa-uni.de
www.study.europa-uni.de
რუკაზე ნახვა


ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი ფრანკფურტში მდებარეობს გერმანიისა და პოლონეთის საზღვართან და მისი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს საერთაშორისო გარემოს შექმნას და დაახლოებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტუდენტების 25% საერთაშორისო სტუდენტია და ისინი არიან მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან, ვიადრინას უნივერსიტეტი წარმოადგენს გერმანიაში ყველაზე საერთაშორისო სასწავლებელს.
ვიადრინას აქვს მდიდარი ისტორია და და ტრადიციები. ის დაარსდა 1506 წელს და გახდა ბრანდენბურგის პირველი უნივერსიტეტი. 1811 წელს სასწავლებელი დაიხურა და ის ხელახლა დაარსდა 1991 წელს, როგორც ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი.
დღეისათვის უნივერსიტეტი გთავაზობთ პროგრამებს შემდეგ 3 ფაკულტეტზე:
- Faculty of Business Administration and Economics
- Faculty of Social and Cultural Studies
- Faculty of Law
ვიადრინას სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ სხვადასხვა ენებზე, შეისწავლონ 11 უცხო ენა ენათა ცენტრში და შეუერთდნენ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს 260-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში.
საბაკალავრო პროგრამებზე აპლიკაციის გამოსაგზავნად უნდა გამოიყენოთ შემდეგი სააპლიკაციო სისტემა: UNI-ASSIST Application Service (www.uni-assist.de). სამაგისტრო პროგრამების აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს პოსტის მეშვეობით უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტში.
შერჩევისა და აპლიკაციის განხილვის დროს ძირითადი ყურადღება ექცევა ნიშნების ფურცელს და ენის ცოდნის დონეს.
ჩვენს უნივერსიტეტს პარტნიორობა აქვს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რაც საშუალებას აძლევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაატარონ ერთი გაცვლითი სემესტრი ვიადრინას უნივერსიტეტში ერასმუსის სტიპენდიის (Erasmus+ KA107) დაფინანსებით
ჩვენი უნივერსიტეტის მეორე სასტიპენდიო პროექტია Viadrina Fast Track, რომელიც ორიენტირებულია საშუალო სკოლის სტუდენტებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საბაკალავრო პროგრამით საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირებაში და ასევე, სოციალურ და კულტურულ მეცნიერებებში (სწავლება მიმდინარეობს გერმანულ ენაზე). დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.europa-uni.de/de/internationales/Projekte/fast_track/index.html
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:
European University Viadrina
Department of International Affairs
Große Scharrnstraße 59
15230 Frankfurt (Oder)
GERMANY
ტელ: + 49 335 5534-2485
ელ.ფოსტა: international@europa-uni.de
www.europa-uni.de/en/internationales/index.html
facebook.com/ViadrinaInternational