Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
 
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი მიზანია უპასუხოს გლობალიზაციის გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს ის ტრადიციები, რომელიც მოდის 1922 წლიდან. უნივერსიტეტი წარმოადგენს დასაქმებაზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლების სასწავლებელს, რომელსაც აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ უნივერსიტეტებთან როგორიც არის Stanford (USA) და Aalto (Finland), ასევე, პრესტიჟულ საერთაშორისო ასოციაციებთან, როგორიც არის EUA, SEFI, CESAER.

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ 16 საბაკალავრო, 24 სამაგისტრო და 18 სადოქტორო პროგრამებს ინგლისურ ენაზე. აღსანიშნავია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რაც განპირობებულია მათი ცოდნით და იმ უნარ-ჩვევებით, რომელსაც იძენენ ინტერაქტიული სწავლების პროცესში და იმ შესაძლებლობების მეშვეობით, რომელსაც უნივერსიტეტი თავაზობს. ესენია: სასწავლო ვიზიტები კომპანიებში, მოწვეული პროფესორების და ექსპერტების ლექციები, ინტერდისციპლინარული კურსები, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, სტაჟირებები.

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში არის საერთაშორისო და მეგობრული გარემო. უნივერსიტეტი სტუდენტებს თავაზობს ბევრ კულტურულ, სპორტულ, აკადემიურ და სოციალურ აქტივობებს.

მათთვის ვისაც არ აქვს საკმარისი ენის ცოდნის დონე, შესაძლებლობა ეძლევათ შეუერთდნენ ინგლისურის მოსამზადებლელ კურსებს. ასევე, გვაქვს მოსამზადებელი კურსები არქიტექტურაში.

აპლიკაცია

აპლიკაციის გაგზავნა უნდა მოხდეს ელექტრონულად შემდეგი ბმულის მეშვეობით:  http://apply.ktu.edu . ყველა დოკუმენტი უნდა იტვირთოს ელექტრონულ აპლიკაციაში.

  • დიპლომი/სერთიფიკატი წინა სასწავლებლიდან
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (IELTS, TOEFL< CEFR, etc.)
  • პასპორტის ასლი
  • სამოტივაციო წერილი
  • დამატებითი მიღწევები, სერთიფიკატები, და ა. შ.

სწავლი საფასური

საბაკალავრო პროგრამებისთვის – 2800 ევრო

სამაგისტრო პროგრამებისთვის – 3500-400 ევრო

სტიპენდიები

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავაზობს სტიპენდიებს იმ სტუდენტებს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ აპლიკაცია გამოაგზავნონ უფასო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

ლიტვური სასტიპენდიო სტიპენდია მოიცავს  სწავლის საფასურს და ყოველთვიურ სტიპენდიას 380 ევროს ოდენობით. დამატებითი ინფომაციისთვის იხილეთ ბმული: http://ktu.edu/en/scholarships

საცხოვრებელი ხარჯები

საცხოვრებელი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია ცხოვრების სტილზე (კვება, გართობა, მოგზაურობა, მოსმახურებები და ა.შ.). წიგნები და სასწავლო მასალები უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის მიერ. უნივერსიტეტს აქვს თავისი საცხოვრებელი (ყოველთვიური საფასური 50-დან  140 ევრომდე). საცხოვრებელი ხარჯების საერთო ღირებულება არის 450 ევრო.

საკონტაქტო ინფორამცია:

მისამართი: Donelaicio St. 73, LT-44249 Kaunas, Lithuania

ვებ-გვერდი: http://ktu.edu / http://admissions.ktu.edu / http://apply.ktu.edu

ელ. ფოსტა: international@ktu.lt

FB: KTU.International.Students

Skype: KTU_admission