Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > კაუნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
 
კაუნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ktu-logo-full-EN-black

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/86284993182?pwd=bnJuaFhlVmM5UDJDVkQrdlJOUTNzUT09

Meeting ID: 862 8499 3182

Passcode: 439144

 

 

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1922 წელს მდებარეობს ლიტვის ქალაქ კაუნაში.

უნივერსიტეტი ლიტვის წამყვან უნივერსიტეტს წარმოადგენს, რომელსაც ყოველწლიურად ჰყავს დაახლოებით 10.500 სტუდენტი, მათ შორის  1000 საერთაშორისო სტუდენტია.

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2,7 % -შია. უნივერსიტეტს ჰყავს გამორჩეული სტუდენტები, მკვლევარები და ლექტორები.  ჩვენი სასწავლებელი ლიდერია ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულებით. აქ არის მრავალი სტუდენტური შესაძლებლობები: გაცვლითი პროგრამები, სტაჟირებები, სპორტული აქტივობები, სტარტაფის სივრცე და სხვა.

სტიპენდია

უნივერსიტეტის ყველა საერთაშორისო სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრული სტიპენდია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სტიპენდია იმ შემთხვევაში თუ აქტიურად იქნებიან ჩართულები ყველა სოციალური, სპორტული და სამეცნიერო მიმართულების აქტივობებში. უნივერსიტეტი ასევე აერთიანებს 23 სტუდენტურ ორგანიზაციას და 7 სახელოვნებო საზოგადოებას. ჩვენი სპორტული ცენტრი გთავაზობთ სპორტულ კლასებს და ღია სპორტული დარბაზს, რომელიც არის უფასოდ ჩვენი სტუდენტებისათვის.

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კვლევით ლაბორატორიებში, აქვს არაერთი საერთაშორისო პროგრამა, თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებთანაც აქვს ერთობლივი სასწავლო პროგრამები. ამჟამად საერთაშორისო სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ არჩევანი გააკეთონ 37 საბაკალავრო და სამაგისტრო, 19 სადოქტორო ინგლისურეოვან პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით.

იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტთან დაკავშირებისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა გთხოვთ, მიწეროთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს:

Skype: ktu_admission