Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > კომენიუს უნივერსიტეტი (Comenius University)
 
კომენიუს უნივერსიტეტი (Comenius University)

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/85275060184?pwd=T2JWZUlWSkN5WHZaWkRhU3p3QllnZz09

Meeting ID: 852 7506 0184

Passcode: 686533

 

კომენიუს უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ბრატისლავაში (სლოვაკეთი) არის თანამედროვე, ევროპული უნივერსიტეტი, რომელმაც 100 წლის იუბილე აღნიშნა 2019 წელს. ეს არის სლოვაკეთის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ხვდება მსოფლიოს საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტების რეიტინგში.

კომენიუს უნივერსიტეტი წარმოადგენს კვლევით ინსტიტუტს, რომელიც ასობით ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებს ახორციელებს. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, გრანტებში და სტაჟირების პროგრამებში (მათ შორის საზღვარგარეთ).

ყოველწლიურად უნივერსიტეტი დიდი რაოდენობით სტუდენტს აგზავნის საზღვარგარეთ და ასევე, დიდი რაოდენობით საერთაშორისო სტუდენტს იღებს.

იურიდიული ფაკულტეტი

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. 40-ზე მეტი კურსი ისწავლება ინგლისურ ენაზე და ასევე გვაქვს იურიდიული კურსები, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სამართლის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ წარჩინებული სამართლის პრაქტიკოსები.

იურიდიული ფაკულტეტი მრავალი წელია თანამშრომლობს სხვადასხვა ინსტიტუტებთან, პრაქტიკოს ადვოკატებთან, ცენტრალურ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ერთეულებთან და საადვოკატო ბიუროებთან. სლოვაკეთის იურიდიული საზოგადოების უმრავლესობას, მათ შორის არაერთ გავლენიან პიროვნებას სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

ჩვენი ფაკულტეტი ჩართულია უამრავ პროგრამებში, რომლებიც ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობაზე, მათ შორის ერასმუსის პროგრამაში. ჩვენ ყოველწლიურად უამრავ სტუდენტს ვაგზავნით საზღვარგარეთ.

სტიპენდია

უნივერსიტეტს აქვს განსაზღვრული რაოდენობის სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ასევე არის სხვა სასტიპენდიო შესაძლებლობებიც.

 

იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტთან დაკავშირებისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა გთხოვთ, მიწეროთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს:

Email: michaela.krescankova@flaw.uniba.sk