![]() |
![]() | ![]() |

-
მენდელის უნივერსიტეტი
Zemědělská 1, Brno, Czech Republic
+420 545 132 799
irena.doubkova@mendelu.cz
http://www.pef.mendelu.cz/en/
რუკაზე ნახვა


ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, Mendel University in Brno
ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულეტი მენდელის უნივერსიტეტში დაარსდა 1959 წელს და წარმოადგენს ყველაზე ძველ ბიზნესის სკოლას მორავიაში. ის წარმოადგნეს საუკეთესო ბიზნესის სკოლას ჩეხეთის 21 ბიზნესის სკოლიდან, რომელსაც აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
სასწავლებელს აქვს, როგორც ეკონომიკის ასევე, IT მიმართულების პროგრამები ინგლისურ ენაზე. ყოველწლიურად ჩვენ გვყავს დაახლოებით 4,000 აპლიკანტი.
ფაკულტეტი განთავსებულია უნივერსიტეტის თანამედროვე კამპუსში, რომელმაც მიიღო ჯილდო „2005 წლის შენობა“.
კურსები დაგეგმილია ისე, რომ მარტივად მოხდეს მათი პრაქტიკაში გამოყენება, რომელიც გააუმჯობესებს კურსდამთავრებულების განათლების ხარისხს და წარმატებას რეალურ ბიზნესის სამყაროში. კურსდამთავრებულები პოულობენ სამსახურებს ბიზნესის სექტორში, ევროპულ ინსტიტუტებში, საფინანსო სექტორში, საჯარო სამსახურებში, ასევე, IT მიმართულებით. სტუდენტებს აქვთ საშუალება ისწავლონ საზღვარგარეთ მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გარკვეული პერიოდით.
სასწავლო პროგრამები ინგლისურად:
- Economics and Management
– ბაკალავრიატი (3 წელი), სწავლის საფასური: 41650 ჩეხური კრონა წელიწადში (დაახლოებით 1600 ევრო)
– მაგისტრატურა (2 წელი), სწავლის საფასური: 41650 ჩეხური კრონა წელიწადში (დაახლოებით 1600 ევრო)
– დოქტურანტურა (3 წელი), სწავლის საფასური: 41650 ჩეხური კრონა წელიწადში (დაახლოებით 1600 ევრო)
- System Engineering and Informatics
– მაგისტრატურა (2 წელი), სწავლის საფასური: 61270 ჩეხური კრონა წელიწადში (დაახლოებით 2400 ევრო)
– დოქტურანტურა (3 წელი), სწავლის საფასური: 61270 ჩეხური კრონა წელიწადში (დაახლოებით 2400 ევრო)
- Economic Policy and Administration
– დოქტურანტურა (3 წელი), სწავლის საფასური: 41650 ჩეხური კრონა წელიწადში (დაახლოებით 1600 ევრო)
სწავლა ჩეხურ ენაზე
Economics and Management (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრმები)
Economic Policy and Administration (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრმები)
System Engineering and Informatics (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრმები)
Engineering Informatics (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრმები)
საკონტაქტო ინფორმაცია:
Faculty of Business and Economics
International relations Mendel University in Brno
Faculty of Business and EconomicsMendel University in Brno
Zemědělská 1 Brno, Czech Republic |
|
International Relations Office+420 545 132 799 |
Admission procedure for bachelor and master degreeMgr. Ludmila Nepomucká +420 545 132 704 |