Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > სითი იუნითი კოლეჯი
 
სითი იუნითი კოლეჯი

სითი იუნითი კოლეჯი რომელიც მდებარეობს საბერძნეთის დედაქალაქში ათენში, დაარსდა 1999 წელა და წარმოადგენის სიეტლის, აშშ სითი იუნითი კოლეჯის ფილიალს. მას შემდეგ იგი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან  მჭიდრო თანამშრომლობით. ხარისხიანი განათლებით და განათლების მიღების მოსახერხებელი საშუალებებით სითი იუნითი კოლეჯი უზრუნველყოფს მაღალი დონის აკადემიურ ხარისხს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო შრომის ბაზრის მიერ.

სითი იუნითი კოლეჯის აკადემიური ფაკულტეტი მოიცავს აკადემიკოსებს და პროფესიონალებს რომლებიც გამორჩეულნი არიან თავის სფეროში. სითი იუნითი კოლეჯი გამოირჩევა მისი მტკიცე, სტუდენტზე ორიენტირებული ფილოსოფიით და გთავაზობთ თანამედროვე აკადემიურ პროგრამებს და განათლებას რომელიც  შედეგზე ორიენტირეულია და მორგებულია თითოეულ სტუდენტზე, ისე რომ თითოეულ კურსდამთავრებულს აქვს შესაძლებლობა გახდეს გამორჩეული და პროფესიონალი ექსპერტი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

სტუდენტები რომლებიც სწავლობენ სითი იუნითი კოლეჯში ხდებიან პარტნიორი უნივერსიტეტების დიპლომის მფლობელნი.

პარტნიორი უნივერსიტეტებია

კარდიფ მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი
სტრასბურგის უნივერსიტეტი
ლივერპულ ჯონ მურის უნივერსიტეტი
სიეტლის სითი უნივერსიტეტი
სითი იუნითი კოლეჯი გთავაზობთ შემდეგ სპეციალობებს

  • ბიზნესი
  • ეკონომიკა და ბუღალტერია
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ფსიქოლოგია
  • ტურიზმი და სტუმართმოყვარეობა
  • სპორტის მეცნიერებები
  • სპეციალური განათლება
  • თარჯიმან რეფერენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს, ან პირდაპირ დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის დახმარებით.