Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტი SWPS
 
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტი SWPS

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტი SWPS დაარსდა 1996 წელს. ეს არის პირველი კერძო უნივერსიტეტი პოლონეთში. განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მიერ დასახელებულია, როგორც წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება პოლონეთში სოციალური მეცნიერებების პროგრამების მიმართულებით.

უნივერსიტეტი თავაზობს 13 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას.

ასევე, სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ენის დონის გაუმჯობესება ჩვენთან არის მოსამზადებელი სკოლა.

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტი SWPS არის ერასმუსის სტუდენტთა ქსელის (ESN)  წევრი და მონაწილეობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში.  უნივერსიტეტი გთავაზობთ 6 სხვადასხვა სპეციალობას 2 ძირითად ქალაქში:

  • Psychology
  • English Studies
  • Spanish Studies
  • International Business Management
  • Law
  • Design

ფაკულტეტს ჰყავს 1,000 აკადემიური მასწავლებლები, რომელთა უმეტესობა არიან თავისი სფეროს გამოცდილი პრაქტიკოსები.

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის ძირითადი კამპუსი მდებარეობს ვარშავაში.  ვარშავა წარმოადგენს მთავარ აკადემიურ ცენტრს უამრავი უმაღლსი განათლების  ინსტიტუტებით, რომლებიც სტუდენტებს მასპინძლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  ზაფხულის განმავლობაში, ქალაქი მასპინძლობს მრავალ ღონისძიებას უფასოდ. მათ შორის კონცერტებს, მუსიკალურ ფესტივალებს, ფილმის ჩვენებებს, გალერეებს, მუზეუმებს და ა.  შ.

ვარშავა წარმოადგენს კულტურის ცენტრს, რომელიც მასპინძლობს უამრავ პოპულარულ ღონისძიებას, როგორიც არის მალტის ფესტივალი – ყველაზე დიდი თეატრის ფესტივალი პოლონეთში, ცეკვის ფესტივალი, რომლის დროსაც ჩამოდიან მოცეკვავეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
Uniwersytet SWPS
ul. Chodakowska 19/31, 03-815 Warszawa
ტელ: +48 22 517 99 61
ვებ-გვერდი: www.swps.pl/english
ელ-ფოსტა: admissions@swps.edu.pl