Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TalTech) – ესტონეთი
 
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TalTech) – ესტონეთი

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TalTech), რომელიც დაარსდა 1918 წელს, არის ესტონეთის ერთადერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ყველაზე ინოვაციური უმაღლესი სასწავლებელი. TalTech ცნობილია მისი ინოვაციურობით და სამეწარმეო სულით ციფრული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროებში. TalTech -ის, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისიაა პოპულარიზაცია გაუკეთოს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს და ინოვაციებს უმაღლესი დონის საინჟინრო და ეკონომიური განათლების მიწოდებით ესტონეთში.

რომელიც მდებარეობს ესტონეთის დედაქალაქში ტალინში, წარმოადგენს ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტს 1600 საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტით 90 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არის ასევე 100 ქართველი სტუდენტიც. TalTech გთავაზობთ 4 საბაკალავრო და 15 სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე და აქვს მჭიდრო აკადემიური კავშირი დაახლოებით 500 სხვადასხვა უნივერსიტეტთან მსოფლიოში. The QS World University Ranking® 2019 – ის მიხედვით TalTech ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 3%-ში.

TalTech-ის დიპლომები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და მისი კურსდამთავრებულები უპრობლემოდ აბარებენ მსოფლიოს ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში როგორიცაა ოქსფორდის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი, მანჰეიმის უნივერსიტეტი, ჩალმერს-ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ა.შ. TalTech-ის კურსდამთავრებულთა ქსელი უკვე 70 000 აღწევს და მისი კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ესტონეთის და ევროპის ეკონომიური და ტექნოლოგიური სფეროს მამოძრავებელ ძალას.

მომავალი აქ TalTech-ში იქმნება: ესტონეთის პირველი თვითმართვადი მანქანა, TTÜ100 სატელიტი, TalTechDigital, პირველი 5G ქსელი ესტონეთში. ბევრი ასეთი პროექტი სწორედ TalTech-ის სტუდენტების მიერ იწყება და ვითარდება. TalTech-ის ინოვაციებისა და ბიზნესის ცენტრი Mektory ერთ სივრცეში უყრის თავს მკვლევარებს, სტუდენტებს და მეწარმეებს და სთავაზობს ახალგაზრდებს ცოდნას, რესურსებს, შთაგონებას იმისათვის რომ შექმნან და განავითარონ სტუდენტური სტარტაპები და სხვა ინოვაციური ბიზნეს იდეები.

TalTech-ის მეზობელი, Tehnopol – ტალინის მეცნიერებათა პარკი არის სტარტაპ ინკუბატორის და 200 მაღალტექნოლოგიური კომპანიის სახლი, მათ შორისაა Skype, Cybernetica, Starship Technologies, Ektaco, SMIT და ა.შ.

რატომ ესტონეთი?

  • ევროკავშირის, შენგენის და ევროზონის სრულუფლებიანი წევრი
  • უსაფრთხო ქვეყანა სკანდინავიური ღირებულებებით და ცხოვრების სტანდარტებით
  • მოსახლეობა თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე
  • ელექტრონული საზოგადოება, ხმის მიცემა ინტერნეტით, ელექტრონული კაბინეტი, ICO და საჯარო სერვისების 99% ხელმისაწვდომი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
  • სტარტაპების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი კერა ევროპაში, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი სტარტაპის რაოდენობით
  • სუფთა და მწვანე საცხოვრებელი გარემო, შეფასებული როგორც მსოფლიოშ საუკეთესო ჰაერის ხარისხი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

რატომ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი?

  • ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი სამეწარმეო სულით
  • ყველაზე დიდი უნივერსიტეტი დედაქალაქში, დაახლოებით 11 000 სტუდენტით, 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან
  • უნიკალური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროგრამები
  • სტუდენტური საცხოვრებელი ულამაზესი ხედებით და თანამედროვე აღჭურვილობით
  • ინოვაციებისა და ბიზნესის ცენტრი Mektory
  • The QS World University Ranking® 2019 – ის მიხედვით TalTech ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 3%-ში.

გთხოვთ იხილოთ TalTech-ის შესახებ ვიდეო აქ

რა  პროგრამებზე  შეგიძლიათ  სწავლა?

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ 4 საბაკალავრო და 15 სამაგისტრო პროგრამას სრულიად ინგლისურ ენაზე! არჩევანი შენზეა!

School of Information Technologies

Bachelor’s programmes:

Master’s programmes:

School of Business and Governance

Bachelor’s programmes:

Master’s programmes:

School of Engineering

Bachelor’s programmes:

Master’s programmes:

School of Science

Master’s programmes:

როგორ ჩააბაროთ TalTech-ში?

სანამ შეავსებთ ონლაინ აპლიკაციას გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ პირობებს TalTech-ის ვებ-გვერდზე: https://taltech.ee/studying

პირველი ეტაპი – ონლაინ აპლიკაცია

 მეორე ეტაპი – აპლიკაციის გადასახადი

 მესამე ეტაპი – შეფასება და შედეგები

 მეოთხე ეტაპი – საბოლოო მოწვევის წერილი

ქართველი სტუდენტებისთვის აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მაისი.

თუ ეძებ TalTech-ში სწავლის დაფინანსების წყაროებს აუცილებლად გადახედე ამ სტიპენდიების ვარიანტებს: სტიპენდია რომელიც სრულად ფარავს სწავლის საფასურს*, სტიპენდია სწავლის შედეგების მიხედვით, TalTech-ის განვითარების ფონდის სტიპენდია, სპეციალური სტიპენდია, ესტონეთის მთავრობის სტიპენდიები და დორას სტიპენდიები.

  • სტიპენდია რომელიც სრულად ფარავს სწავლის საფასურს – ეს სტიპენდიები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით საუკეთესო კანდიდატებზე, მათი DreamApply აპლიკაციის საფუძველზე და ძალაშია მთელი სწავლის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია:

გაქვთ კითხვები? TalTech-ს აქვს პასუხები მზად თქვენთვის! შეამოწმეთ ჩვენი კითხვებისა და პასუხების გვერდი რომ გაეცნოთ იმ შეკითხვებს რაც დასმული იქნა სხვა აპლიკანტების მიერ გასული წლების განმავლობაში. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს სრულყოფილი „პრაქტიკული ინფორმაცია“, რომელიც მოიცავს ყველა საკითხს დაწყებული საცხოვრებლიდან დამთავრებული ვიზით!

ჩვენ გვესმის რომ თქვენ დგახართ უნიკალური გამოწვევის წინაშე, თუ სად გაატაროთ შემდეგი რამდენიმე თქვენი აკადემიური მიზნების მისაღწევად და ძალიან ბუნებრივია რომ გაქვთ ბევრი კითხვები და ეჭვები. ჩვენ გირჩევთ ეწვიოთ TalTech-ის ვებ გვერდს, გაესაუბროთ ჩვენს სტუდენტ ელჩებს და დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში. დაიმახსოვრეთ ჩვენ აქ ვართ იმისთვის რომ უნივერისტეტში მიღების პროცესი გავხადოთ ადვილი თქვენთვის. მალე შეხვედრამდე TalTech-ში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Web: www.taltech.ee/studying
Ask us: www.taltech.ee/ask-us

Blog: https://medium.com/taltech-blog

Social media: www.facebook.com/TalTechUniversity

www.instagram.com/taltechuniversity/