Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ტარტუს უნივერსიტეტი
 
ტარტუს უნივერსიტეტი

დღეისათვის ტარტუს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, ინოვაციებზე ორიენტირებული და დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. მსოფლიო რეიტინგების მიხედვით ტარტუს უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1.2% მიეკუთვნება (QS World University Rankings 2017/2018). ასევე უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებს შორის საუკეთესო ხუთეულში შედის. დღეს ტარტუს უნივერსიტეტში 14 000- სტუდენტი სწავლობს. აქედან 1000-ზე მეტი უცხოელია. უნივერსიტეტში ისწავლება 23 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა ინგლისურ ენაზე. ტარტუს უნივერსიტეტი თანამშრომლობს 80 პარტნიორ უნივერსიტეტთან მსოფლიოს 31 ქვეყანაში. ასევე, ტარტუს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს გაცვლით პროგრამებში და ისწავლოს 1 სემესტრი ან წელიწადი რომელიმე პარტნიორ უნივერსიტეტში (Erasmus+, ISEP, etc.).

სტიპენდიები:

  1. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტარტუს უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველ სტუდენტებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს. დაფინანსება ფარავს სწავლის საფასურს ორი წლის განმავლობაში და დამატებით ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას 400 ევროს ოდენობით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
  2. უმეტეს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა უფასოა.

ამჟამად, ტარტუს უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებს:

ბაკალავრი:

მაგისტრატურა:

*ხელმისაწვდომია სტიპენდია, რომელიც სრულად ფარავს სწავლის საფასურს

**მთლიანად უფასო პროგრამები.

ტარტუს უნივერსიტეტში საბუთების მიღება 2018 წლის 1 იანვარს იწყება.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადები:

15 მარტი, 2018 – სამაგისტრო პროგრამები საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების განხრით;

15 აპრილი, 2018 – ყველა საბაკალავრო პროგრამა და სამაგისტრო პროგრამები ჰუმინატარული და სოციალური მეცნიერებების განხრით.

თითოეულ სასწავლო პროგრამაზე ჩასაბარებლად საჭიროა დააკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, თუმცა ზოგადად აპლიკაციის პროცესი ასეთია:

რატომ ტარტუს უნივერსიტეტი?

  1. ესტონეთის ერთ-ერთ პრიორიტეტს e-სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდასა და ინოვაციური და მოსახერხებელი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფას ითვალისწინებს. დღეს ინტერნეტს ესტონეთის მოსახლეობის 4% (16-74) იყენებს, 75%-ს კი მასზე ხელი მიუწვდება საკუთარ სახლში. 1100-ზე მეტი საჯარო WiFi ქსელი ოფიციალურად არის რეგისტრირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთელი ქვეყნის მასშტაბით საბანკო ოპერაციების6% ელექტრონულად ხორციელდება, მოქალაქეების 86% კი ყოვლისმომცველი პირადობის დამადასტურებელი ID- ბარათები გააჩნია. ბარათი გამოიყენება ელექტრონულ ბანკთან წვდომისთვის, არჩევნებში ხმის მისაცემად. დოკუმენტების ხელმოსაწერად და ა.შ. ასევე, სკოლებში კომუნიკაცია მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხდება.. ესტონეთი არის მსოფლიოში პირველი ქევყანაა, სადაც მობილური პარკინგის სისტემა შეიქმნა. მსოფლიო ბრენდ SKYPE-ს თავდაპირველად სწორედ ესტონეთში ჩაეყარა საფუძველი, სადაც დღეს კომპანიის ერთ-ერთი ცენტრალური ოფისი მდებარეობს.
  2. ქალაქი ტარტუ – ეს არის ინოვაციური იდეების ქალაქი, სადაც ადვილია შეხვდეთ საინტერესო და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და გაიჩინოთ მეგობრები სამყაროს ყველა კუთხიდან. ტარტუ არის პატარა, წყნარი ქალაქი, სადაც შესანიშნავი სასწავლო გარემოა შექმნილი ნამდვილი სტუდენტური წლების გასატარებლად.
  3. ტარტუს უნივერსიტეტი 1632 წელს შვედეთის მეფემ გუსტაფ II ადოლფმა დააარსა. კვლევისა და სასწავლო პროგრამების მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ტარტუს უნივერსიტეტს ესტონეთში ერთადერთი კლასიკური უნივერსიტეტის სტატუსიც კი შეუნარჩუნა.
  4. ტარტუს უნივერსიტეტი ესტონეთის ყველაზე პრესტიჟულიუნივერსიტეტია;
  5. საერთაშორისო პერსონალი, უცხოელი სტუდენტების დიდი რაოდენობა, ინგლისური ენის მაღალი დონე და გლობალური აღიარება, ტარტუს უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს მსოფლიოს წამყვან ბრიტანულ და ამერიკულ სასწავლებლებს გაუწიოს კონკურენცია.
  6. ტარტუს უნივერსიტეტს გააჩნია 80 პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 31 ქვეყანაში – რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ გაცვლით პროგრამებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყოველგვარი საფასურის გარეშე;
  7. 2013 წელს ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ესტონეთის პირველი სატელიტი ESTCube-1გაუშვეს კოსმოსში, რითას ესტონეთი მსოფლიოს წამყვან კოსმიური ქვეყნების რიცხვს შეურთდა.
  8. ტარტუს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეადგენენ ესტონეთის მოსამართლეების 100%, ექიმების 99%, პროკურორების 95%, ადვოკატების 87%, მინისტრების 69% და პარლამენტართა 40%.
  9. წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარტუში იმართება სტუდენტური დღეები– ფესტივალი სპეციალურად სტუდენტებისთვის ეწყობა და მოიცავს 140-ზე მეტ ღონისძიებას, სიმღერისა და ცეკვის ფესტივალს, სტუდენტთა შეჯიბრებებს, სტუდენტური ფილმების ჩვენებას და ა.შ.

ტარტუს სტუდენტური ცხოვრების ახლოს გასაცნობად, შეგიძლიათ იხილოთ ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტური ბლოგი, გაესაუბროთ საერთაშორისო სტუდენტებს ფეისბუქის საშუალებით ან დაუკავშირდით ტარტუს უნვიერსიტეტის სტუდენტურ წარმომადგენლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტარტუს უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით უნივერსიტეტს შესაბამის საკონტაქტო მისამართზე.

ელ.ფოსტა: studyinfo@ut.ee

ვებ-გვერდი: www.ut.ee/admissions

ტელეფონი: +372 737 6109

Facebook: www.facebook.com/tartuuniversity

Youtube: http://www.youtube.com/TartuUniversity

Twitter: @TartuUniversity