Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ტურიბას უნივერსიტეტი ლატვიაში
 
ტურიბას უნივერსიტეტი ლატვიაში

 

სწავლა ლატვიაში

ტურიბას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესისა და ტურიზმის განათლების უმაღლესი სასწავლებელი სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში

საუკეთესო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ლატვიაში, ტურიბას უნივერსიტეტის, ERASMUS-ის და ლატვიის მთავრობის სტიპენდიები და ბევრი სხვა რამ.

ტურიბა გახდა პირველი უმაღლესი სასწავლებელი სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში, რომელმაც მიიღო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  აკრედიტაცია და ზოგადად მაღალი შეფასებები აღიარებული საერთაშორისო ექსპერტებისგან.

რატომ ტურიბას უნივერსიტეტი?

  • ტურიბა პრაქტიკულად ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტია ლატვიაში რადგან თქვენი სწავლის პროცესის 60% შეადგენს სწავლების პრაქტიკულ ნაწილს და მხოლოდ 40% მოიცავს თეორიულ ნაწილს.
  • მხოლოდ 4 ფაკულტეტი მაგრამ მკაცრად სპეციალიზირებული მაღალი ხარისხის სწავლაზე.
  • სწავლების ყველა დონე: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
  • ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს ლიტერატურის ბიბლიოთეკა ლატვიაში.
  • ყველაზე იაფი საცხოვრებელი მთელს ბალტიისპირეთში (მხოლოდ 49 ევრო თვეში).
  • ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სტუდენტური ცხოვრება ლატვიაში – ივენთების ორგანიზება ხდება სპეციალურად უცხოელი სტუდენტებისთვის (ექსკურსიები, თემატური საღამოები და ა.შ)

უნივერსიტეტს აქვს 4 მთავარი ფაკულტეტი და შემდეგი სპეციალობები:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
     – ( საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სპეციალობები)
  • კომუნიკაციების ფაკულტეტი
    – საკუთარი სატელევიზიო სტუდია
    – საზოგადოებასთან ურთიერთობები (საბაკალავრო და სამაგისტრო)
    – ჟურნალისტიკა და მედია (საბაკალავრო)
    – საერთაშორისო კომუნიკაციების მენეჯმენტი (საბაკალავრო)
    – კომუნიკაციების მენეჯმენტი (სადოქტორო)
  • იურიდული ფაკულტეტი
    – იურიდიული მეცნიერება სამაგისტრო და სადოქტორო
  • საერთაშორისო ტურიზმის ფაკულტეტი
    – საკუთარი სტარტაპ სასტუმრო
    – ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი (საბაკალავრო)
    – ღონისძიებების (Events) და თავისუფალი დროის მენეჯმენტი (საბაკალავრო)
    – ტურიზმის სტრატეგიული მენეჯმენტი (სამაგისტრო) .

ტურიბას უნივერსიტეტი სთავაზობს თავის სტუდენტებს შესაძლებლობას რომ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი უნივერსიტეტში სწავლის დროს! უნივერსიტეტს აქვს ბიზნესების სამუშაო სივრცე სადაც სტუდენტებს შეუძლიათ  არამარტო დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნესის ოფიციალური მისამართი ,არამედ განახორციელონ თავისი საქმიანობა , ორგანიზება გაუკეთონ ბიზნეს შეხვედრებს და შეინახონ კომპანიის საბუთები.

რატომ ლატვია?

  • საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები
  • სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის
  • სტაჟირებების შესაძლებლობები ლატვიასა და სხვა ქვეყნებში
  • ყველაზე იაფი სტუდენტური საცხოვრებელი მთელს ბალტიისპირეთში
  • ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა
  • აქტიური სტუდენტური ცხოვრება

 აქ შეგიძლიათ იხილოთ ძალიან საინტერესო ვიდეო ლატვიის შესახებ:

საერთაშორისო თანამშრომლობა:

  • ERASMUS+ ქსელი (თანამშრომლობა 60ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან ევროპაში).
  • ორმაგი ხარისხი (საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების დონეზე საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, ესპანეთში, ფინეთში, შვეიცარიასა და ტაივანში).
  • ორმაგი გაცვლები ( მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის, სწავლა სამხრეთ კორეაში, ჰოლანდიაში, რუსეთში, ირლანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, საქართველოში, ყაზახეთში, ინდოეთში, ჩინეთში და ა.შ)
  • სტაჟირებები 3 დან 12 თვემდე ლატვიაში და საზღვარგარეთ (პრაქტიკები ყოველ წელს).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს, შეავსოთ ზემოთ მითითებული განაცხადი ან პირდაპირ დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის დახმარებით.