Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ფრანგული ინსტიტუტი

 
ფრანგული ინსტიტუტი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და სტუდენტთა მობილობის საერთაშორისო სააგენტო-კამპუს ფრანსი ინდივიდუალურ, უფასო კონსულტაციებს უწევს საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების, სასტიპენდიო კონკურსებში მონაწილეობისა და საფრანგეთის ენის სკოლებში ფრანგული ენის კურსებზე დარეგისტრირების ყველა მსურველს, ასევე ხელმძღვანელობს საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის საელჩოს კულტურულ სამსახურს საქართველოში, ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების ფართო არჩევანს სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს დამწყები დონიდან ენის სრულყოფის დონის ჩათვლით; ინსტიტუტში წარმოდგენლია თემატურ-მოსამზადებელი, სასერთიფიკატო კურსები და სასაუბრო კლუბები, რათა კანდიდატებმა მიიღონ სათანადო მომზადება საფრანგეთში ან  სხვა ფრანკოფონულ ქვეყანაში პროფესიული წარმატების მისაღწევად.

ფრანგული  ინსტიტუტის  სხვა ძირითადი საქმიანობებია:

  • ფრანგულ ენაში საერთაშორისო გამოცდების (DELF, DALF, TCF) ორგანიზება
  • ფრანგულენოვანი ბიბლიოთეკა (ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა)
  • კონფერენციების, ვორქშოპების ორგანიზება, ფრანგული კინო-კლუბი
  • ოფიციალური დოკუმენტების ფრანგულიდან ქართულ და ქართულიდან ფრანგულ ენაზე თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურება

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს განახლებულ ვებგვერდს: www.institutfrancais.ge

და დაგვიმეგობრდით  ფეისბუქზე: https://www.facebook.com/institutfrancaisdegeorgie/?fref=ts

 საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 75
0102 თბილისი
ტელ.: 2 92 28 55 /2 93 44 58
ელ-ფოსტა: info@institutfrancais.ge
ვებ-გვერდი: www.institutfrancais.ge