Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > University of Essex
 
University of Essex

ესექსის უნივერსიტეტი, სრულყოფილება სწავლებასა და კვლევაში   

1964 წელს გახსნის წლიდან, ესექსის უნივერსიტეტის მისიის მიზანი სტუდენტის წარმატება იყო.

140 სხვადასხვა ქვეყნიდან მოსული, 17,000-ზე მეტი სტუდენტისთვის, მხარდამჭერ და კეთილმოსურნე საზოგადოებას წარმოვადგენთ. ჩვენი აკადემიური პერსონალი ასევე სხვადასხვა ქვეყნიდანაა და მსოფლიოს მასშტაბით ბევრ  უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ.  ჩვენი მიზანი – სწავლებასა და კვლევებში სრულყოფილებაა.

ჩვენ  სამ  მეგობრულ და უსაფრთხო კამპუსს ბრწყინვალე სატრანსპორტო კავშირი აქვს   გაერთიანებულ  სამეფოსა და ევროპასთან. კოლჩესტერი და  საუთენდი ცენტრალური ლონდონიდან ერთი საათის სავალზეა, ხოლო ლოუტონი, E15 მოქმედი სკოლის სამშობლო, აღმოსავლეთ ლონდონის საზღვარზე მდებარეობს.   .

შემოუერთდით ესექსს და ნობელის პრიზიორ, დაჯილდოებულ დირექტორებს, პრეზიდენტებს, ასტრონავტებს და 100 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს, რომლებიც მსოფლიოს ფორმირებას განაგრძობენ.

  • ჩვენი სტუდენტების 38%-ზე მეტი გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარედანაა, რისი წყალობითაც ერთერთი ყველაზე ინტერნაციონალური უნივერსიტეტი ვართ მსოფლიოში– ესექსი პირველია გაერთიანებულ სამეფოში ხოლო, 2021 წლის Times Higher Education World University Rankings 2021-ის საერთაშორისო პერსპექტივის რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს.
  • პოლიტიკის, სოციოლოგიის, ეკონომიკის და ლინგვისტიკის კუთხით ესექსის რეპუტაცია მსოფლიოშია ცნობილია, რითაც 52-ე ადგილს ვიკავებთ Times Higher Education World University Rankings (2021)-ის მსოფლიო უნივერსიტეტის რეიტინგში სოციალური მეცნიერებების კუთხით.
  • პოლიტიკისა და საერთაშორისო მეცნიერებების კუთხით, ესექსი QS World University Rankings by Subject (2021) რეიტინგის მიხედვით 50 უნივერსიტეტს შორისაა.
  • ესექსს, ძლიერი და წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს, ყოველი ხუთი სტუდენტიდან ერთი სწავლას, დიპლომისშემდგომ  პროგრამაზე აგრძელებს.
  • ესექსი ინტენსიური კვლევებით გამოირჩევა და  UK Research Excellence Framework -ის, ფარგლებში, სოციალური კვლევების მიმართულებით პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს (REF 2014).
  • ჩვენ  სამ  მეგობრულ და უსაფრთხო კამპუსს: კოლჩესტერს, საუთენდს და ლოუტონს ბრწყინვალე სატრანსპორტო კავშირი აქვს   გაერთიანებულ  სამეფოსა და ევროპასთან და ყველა მათგანი, ცენტრალური ლონდონიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს.
  • ჩვენს მთავარ კამპუსში, კოლჩესტერში, შეხვდებით რესტორანს, მაღაზიებს, ბარებს და თეატრს, 6-სართულიან ბიბლიოთეკას, სასტუმროს, თანამედროვე გიმნაზიას, სპორტის არენას და ჩვენს საკუთარ ღამის კლუბს!
  • ესექსში, 160-ზე მეტი  სპორტული კლუბი ფუნქციონირებს ,რომელშიც ჩართულია დისკუსიებით, მთამსვლელობით, ვიდეო თამაშებით და ლაკროსით დაინტერესებული სტუდენტური საზოგადოება.