Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > BEBS – Executive Business School
 
BEBS – Executive Business School

შეფილდის უნივერსიტეტის სითი კოლეჯის საერთაშორისო ფაკულტეტი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები სალონიკში, საბერძნეთი.

– ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ბაქოში.

შეფილდის უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანულ უნივერსიტეტს, რომელიც დასახელებულია მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის (ევროპაში 22-ე ადგილი, მსოფლიოში 75-ე ადგილი. (2019 წლის მონაცემებით)).  უნივერსიტეტი ნობელის პრემიის ექვსგზის გამარჯვებულია. დასახელებულია 10 წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტს შორის კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. შეფილდის უნივერსიტეტის სითი კოლეჯის საერთაშორისო ფაკულტეტი ერთადერთია  6 ფაკულტეტს შორის, რომელიც ოპერირებს საზღვარგარეთ და აკავშირებს ბრიტანეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასთან. საერთაშორისო ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას ისწავლონ ბრიტანულ უნივერსიტეტში ბრიტანეთში წასვლის გარეშე, მათსავე რეგიონში.

საერთაშორისო ფაკულტეტის მთავარი კამპუსი სალონიკში, სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფართო არჩევანს ინგლისურ ენაზე:  Business Studies, Psychology, Computer Science and English Studies.

დღეისათვის სალონიკის გარდა, საერთაშორისო ფაკულტეტი პროგრამებს სთავაზობს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ლოკაციაზე: სოფია (ბულგარეთი), ბელგრადი (სერბეთი), ბუქარესტი (რუმინეთი), კიევი (უკრაინა), ერევანი (სომხეთი), თბილისი (საქართველო) და ბაქო (აზერბაიჯანი),

შეფილდის უნივერსიტეტი აერთიანებს სტუდენტებს და ლექტორებს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელიც ქმნის შესანიშნავ საერთაშორისო გარემოს.

შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა თბილისში

შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტი გთავაზობთ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას თბილისში. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ინოვაციურ, საერთაშორისო პროგრამას, რომელიც მორგებულია მენეჯერებისთვის და ბიზნეს პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება  პროფესიული კარიერისთვის და პერსონალური განვითარებისთვის. ეს არის ჭეშმარიტად საერთაშრისო პროგრამა, რომელიც შექმნილია სამხრეთ-აღმოსავლეთ და  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე კავკასიის რეგიონისთვის. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საქართველოში, თუმცა მიიღებენ შეფილდის უნივერსიტეტის ბრიტანულ დიპლომს. პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს  ადვილად მოახდიონ სწავლის შეთავსება მუშაობასთან (სასწავლო დღეებია პარასკევი შუადღე, შაბათი და კვირა. თვეში ერთხელ).

ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა აკრედიტირებული და აღიარებულია AMBA-ის, AACSB-ის და CMI-ის მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: გამსახურდიას ქ. # 34

ალ. ყაზბეგის #2, 1 კორპუსი. III სართული, ოთახი 16
თბილისი, საქართვლოს

ტელ: +995 577 221 166
ელ-ფოსტა: georgia@citycollege.sheffield.eu
ვებ-გვერდი: www.citycollege.sheffield.eu