Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > BENTLEY UNIVERSITY
 
BENTLEY UNIVERSITY

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/87527705604?pwd=a0R6VlB6YncxVzZQcUhCSW1hemQ1Zz09

Meeting ID: 875 2770 5604

Passcode: 239704

 

 

ბენტლის უნივერსიტეტი (BENTLEY UNIVERSITY), დაარსებული 1917 წელს

მოტო: ბიზნესის კეთება და სიკეთის კეთება არის ის რისთვისაც ვარსებობთ

იყავი ძალა

ბენტლის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა აშშ-ში; ეს არის ტრანსფორმაციული გრძელვადიანი სწავლების გაერთიანება რომელიც ინსპირაციას აძლევს და ამზადებს ეთიკურ სტუდენტებს რომ გამოიყენონ საკუთარი ბიზნეს ნოუ-ჰაუ (know-how) რათა მოახდინონ დადებითი ცვლილებები მსოფლიოში. ბიზნესის, ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და მეცნიერების ერთობლიობით, ბენტლი უზრუნველყოფს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რათა დაეხმაროს მათ ეფექტურად ითანამშრომლონ სხვადასხვა დაწესებულებებში და მოამზადოს ისინი წარმატებული, სარგებლის მომტანი კარიერის წარმართვისთვის. აკადემიური პროგრამები მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) ძირითად მიმართულებებ, რომლებიც საშუალებას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს დამატებით გაიარონ ორ წლიანი არჩევითი პრაქტიკული ტრენინგი (OPT). ექვს ინოვაციურ ცენტრთან ერთად, სტუდენტები გააღრმავებენ ცოდნას თანამედროვე მრეწველობის პროგრამებსა და უახლესი საშუალებების თაობაზე.

უნივერსიტეტი იღებს დაახლოებით 4200 ბაკალავრიატის სტუდენტს და 1000 მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტს. ბენტლი დაარსდა 1917 წელს და მდებარეობს ვალჰამში, მასაჩუსეტსის შტატში 2.33 ჰექტარ ფართობზე, ბოსტონიდან დასავლეთისკენ 14 კილომეტრზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.bentley.edu.

ბენტლის უნივერსიტეტის ვიდეოები

ისტორიული ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=-ZUnWYvJPRk&app

დამახასიათებელი ვიდეო:

იყავი ძალა: https://www.youtube.com/watch?v=O0FlkPBZgyE

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ:

https://www.youtube.com/watch?v=fo9I-BolckA&list=PLO_5OP8hVKdROJT_71bWkQS0SpH0R3Vff&index=4

კამპუსის ტური:

https://www.youtube.com/watch?v=hMeB_IB9VU4&t=4s

 

 

ბენტლის უნივერსიტეტი არის ადგილი წარმატებული ლიდერებისთვის ვისაც სურს მოახდინოს დადებითი ცვლილებები ჩვენს საზოგადოებებში, ორგანიზაციებსა და მსოფლიოში.

ჩვენ გვჯერა ბიზნესის კეთების და სიკეთის კეთების თანადროულად.

ეწვიეთ: https://www.bentley.edu/undergraduate/visit-bentley

27 ძირითადი პროგრამა – დანაწილებული ბიზნესის ან ხელოვნებისა და მეცნიერების ძირითად პროგრამებად

6 STEM მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ძირითადი პროგრამა

ძირითადი პროგრამები: https://www.bentley.edu/academics/undergraduate-programs/majors

დამატებითი პროგრამები: https://www.bentley.edu/academics/undergraduate-programs/minors

ჩვენი კლასების საშუალო ზომა არის 26 სტუდენტი, ხოლო სტუდენტისა და ფაკულტეტის თანაფარდობა არის 11:1

დახმარება და სტიპენდია

ჩვენს არ ვთავაზობთ ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო სტუდენტებს, მაგრამ ყველა აპლიკანტი განიხილება აკადემიური სტიპენდიის კონკურსში. არ არსებობს ცალკე სააპლიკაციო პროცესი, სტუდენტებს მიღების დროს ეცნობებათ რამდენად ვრცელდება მათზე აკადემიური სტუპენდია. წარმატებული სწავლის გამო სტუპენდიის გაცემა ხდება კურიკულუმის, აკადემიური მოსწრების, გამოცდებისა და კურიკულუმის მიღმა მიღწევების შეფასებით – რაც ერთიანად განიხილება. სტიპენდიის მოცულობა შეადგენს 10 000 აშშ დოლარისან სრულ დაფინანსებამდე.

ქალთა ლიდერობის ჯილდო და პროგრამა

ყოველ წელს ბენტლი ირჩევს ხუთი წარმატებული სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფს პირველი წლის გამოშვებიდან ქალთა და ბიზნესის ცენტრის (CWB) ქალთა ლიდერობის პროგრამისთვის. ეს ჯილდო აღიარებს ქალებს, რომლებიც ავლენენ ძლიერ ლიდერობის პოტენციალს უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში. არჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ოთხწლიან ლიდერობის პროგრამაში რომელიც აძლიერებს ქალებს მნიშვნელოვანი უნარებით, რეალური ცხოვრების გამოცდილებებით და მატებს მათ თავდაჯერებულობას ლიდერული როლის შესასრულებლად. CWB ლიდერები იღებენ 10 000 აშშ დოლარს წლიურად. პროგრამაში მონაწილეობითვის გათვალისწინებულია ცალკე სააპლიკაციო პროცესი და აპლიკაციები უნდა გამოიგზავნოს 7 იანვრამდე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აქ.

აკადემია + სპეციალური პროგრამები – https://www.bentley.edu/academics/undergraduate-programs

მოწინავე პროგრამები: https://www.bentley.edu/academics/undergraduate-programs/advanced-standing-programs

ექსპერიმენტული სწავლება: https://www.bentley.edu/academics/undergraduate-programs/experiential-learning

საპატიო პროგრამა: https://www.bentley.edu/academics/undergraduate-programs/honors-program

ონლაინ სწავლება (იხილეთ კურსის მსვლელობა): https://www.bentley.edu/undergraduate/online-learning

ქალი ლიდერები მონაცემებსა და ხელოვნულ ინტელექტში WLDA: https://www.bentley.edu/university-life/diversity-equity-inclusion/womens-leadership-program


კარიერის განვითარება –
https://www.bentley.edu/university-life/pulsifer-career-development

ახლმიღებულთა წელი იწყება – კარიერის მენტორები გეხმარებიან შეიმუშავოთ ოთხ წლიანი მოდელი წარმატებული კარიერისთვის.

2021: პრინსტონის რეიტინგში ბენტლი არის #1 საუკეთესო კარიერული მომსახურებისთვის და #4 სტაჟირებებით მთელი ქვეყნის მასშტაბით

საშუალო საწყისი ხელფასი: $62,000

წამყვანი კომპანიები ასაქმებენ ბენტლის კურსდამთავრებულებს: Ernst & Young, Fidelity, Raytheon, Goldman Sachs, Morgan Stanley


საცხოვრებელი –
https://www.bentley.edu/university-life/housing-dining

საერთო საცხოვრებლები, ოთახები და ბინები – ხელმისაწვდომია ახლმიღებული სტუდენტებისთვის დასკვნით წლამდე

განსაზღვრული საზოგადოებები როგორც ქალთა ლიდერობის საზოგადოება, საპატიო საზოგადოება, და სხვა.

21 საცხოვრებელი შენობა – აქედან 4 არის „ჩრდილოეთ კამპუსში “(კამპუსის გარეთ)

საცხოვრებლის ოფისი გეხმარებათ როგორც კამპუსში, ასევე მის გარეთ დასახლებაზე.

სპორტი – https://www.bentley.edu/university-life/athletics-recreation

21 სახეობის სპორტი / 500 სტუდენტი სპორტსმენი / კაცთა ჰოკეი D1

სტუდენტური ცხოვრება  – https://www.bentley.edu/university-life/campus-life

100+ კლუბი და ორგანიზაცია: სტუდენტთა თვითმმართველობა, სტუდენტთა თამაშობების ორგანიზაცია, ცეკვის ჯგუფი და სხვა.

სტუდენტური ცენტრი: შეხვედრის სივრცეები, სასადილო დარბაზები, ჯგუფური სწავლების ოთახები, და სხვა.

ასევე მოიცავს სულიერ ცხოვრებას, თანასწორობის ცენტრს, ცენტრი საერთაშორისო სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის CISS, ჯანმრთელობის ცენტრს, და მულტიკულტურულ ცენტრს.