Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Bilkent University
 
Bilkent University

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/86333102436?pwd=cG1PQXRKVm1aSjJCOU40cTBPdmZCQT09

Meeting ID: 863 3310 2436

Passcode: 391403

 

 

ბილკენტის უნივერსიტეტი მსოფლიოშია აღიარებული და თურქეთის უმაღლესი განათლების წამყვან უნივერსიტეტებს შორის ირიცხება.  უნივერსიტეტი მდებარეობს  ქვეყნის 5 მლნ-იან ცოცხალ დედაქალაქში ქ. ანკარაში  და წარმოადგენს აკადემიური, სოციალური და კულტურული საქმიანობის ჰაბს.

ბილკენტის უნივერსიტეტი 1984 წელს დაარსდა, როგორც თურქეთის პირველი კერძო, არამომგებიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.  ბილკენტი დღესდღეობით იზიდავს ბევრ ბრწყინვალე საშუალო სკოლადამთავრებულ მოსწავლეთა ნაკადს თავისი აკადემიური პერსონალით, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებით, ასევე ბრწყინვალე სასწავლო შენობებით და აღჭურვილობით.  უნივერსიტეტი 13 000ზე მეტ სტუდენტს მასპინძლობს, რომლებიც 29 საბაკალავრო და 59 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სწავლობენ.

ბილკენტის უნივერსიტეტი მისი საერთაშორისო პერსპექტივებით ამაყობს.  უნივერსიტეტში სწავლების ენაა ინგლისური. მისი საერთაშორისო მეცნიერთა საზოგადოება და სტუდენტები წარმოადგენენ უნივერსიტეტის აკადემიური და სოციალური ცხოვრების არსებით კომპონენტს.   საერთაშორისო აკადემიური პერსონალი და ინსტრუქტორები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მეოთხედ ნაწილზე მეტს შეადგენენ და 37 ქვეყანას წარმოადგენენ. იზრდება, 60 ქვეყნიდან წამოსული,  საერთაშორისო სტუდენტთა და გაცვლითი პროგრამის სტუდენტების რაოდენობა.

ბილკენტი სიცოცხლით სავსე კულტურულ და სოციალურ ატმოსფეროს სთავაზობს სტუდენტებს.  უამრავი აქტივობების და  ღონისძიებების გარდა, რომლებიც 500 ჰექტარზე გადაჭიმულ კამპუსში იმართება, ადვილად მისადგომია ქალაქის პარკები, სავაჭრო ცენტრები, კულტურული ღონისძიებები, მუზეუმები და გასართობი ადგილები.  უფრო მეტიც, ისტორიულად მდიდარ, ანატოლიის ცენტრში მდებარე ბილკენტი ახლოსაა სხვა ქალაქებთან, ტრადიციულ სოფლებთან, თვალწარმტაც ხედებთან,  ისტორიულ   და კულტურულ  ადგილებთან.

სულ ახლახანს, ბილკენტის უნივერსიტეტმა  Quacquarelli Symonds Emerging Europe &Central Asia -ს რეინტინგში მე-16- ადგილი დაიკავა და ასევე 2020 წლის Quacquareli Symonds Graduate Employability Rankings-ის რეიტინგში, თურქეთის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის სიაში მოიპოვა ადგილი. ბილკენტის უნივერსიტეტის მაღალი სტანდარტის სწავლების განმაპირობებელ, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს – უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევებში აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს.  მენტორები და ინსტრუქტორები სტუდენტებთან მუშაობენ თანამედროვე საკლასო ოთახებსა და უახლეს ლაბორატორიებში რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერებით და ინტერნეტის ინფრასტრუქტურით. ბილკენტი აქტიურ ინვესტიციას ახორციელებს ახალ საგანმანათლებლო და კვლევით ტექნოლოგიებში.  ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა  მიიღონ პროექტებში, რომლებიც მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიურ შენობებში, დაწყებული ნანოტექნოლოგიური ცენტრებიდან და დამთავრებული ციფრული კონტენტის შექმნისა და რედაქტირების ლაბორატორიებით. აკადემიური წარმატების მხარდასაჭერად, ბილკენტი 24 საათიან შეუზღუდავ წვდომას უზრუნველყოფს კომპიუტერულ ლაბორატორიებთან.

ბილკენტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ყველაზე ფართო აკადემიური ბიბლიოთეკაა ქვეყანაში. გარდა წიგნების დიდი კოლექციისა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ბიბლიოთეკა ადგილობრივ და დისტანციურ ჟურნალებსა და მონაცემთა ბაზებთან წვდომას უზრუნველყოფს.

ბილკენტის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მდიდარ და მრავალფეროვან გარემოს სწავლისა და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

სტიპენდიები

სტუდენტები, რომლებიც ფინანსური დახმარებისთვის მიმართავენ უნივერსიტეტს, სწავლის საფასურის ნაწილობრივი და სრული დაფინანსებისთვის განიხილებიან.  დაფინანსება ხუთ დონეზე გაიცემა და 20-დან 100-მდე 20% შეღავათებს გულისხმობს.