Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Budapest Metropolitan University
 
Budapest Metropolitan University

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/83443822834?pwd=TlJqRzFURU1rVSs2MDVWN2NKck9sdz09

Meeting ID: 834 4382 2834

Passcode: 172781

 

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი წარმოადგენს ყველაზე დიდ კერძო უნივერსიტეტს ბუდაპეშტში, რომელსაც ჰყავს 6500 სტუდენტი. უნივერსიტეტი მდებარეობს ევროპის შუაგულში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ცხოვრების ხარჯები საკმაოდ ხელმისაწვდომია. 2019 წლის მონაცემებით, ბუდაპეშტი დასახელებულია საუკეთესო ევროპულ  მიმართულებად და ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ქალაქი გამოირჩევა თავისი ენერგიულობით და წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქს.

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტს ჰყავს 1000 საერთაშორისო სტუდენტი 100-ზე მეტი ქვეყნიდან და აქვს ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანი. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სტაჟირების პროგრამებით სხვადასხვა კომპანიებში და ასევე,  უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტრენინგებს, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკაზე დაფუძვნებულ სწავლებას. ჩვენი ლექტორები არიან ცნობილი აკადემიკოსები და წამყვანი ბიზნეს პროფესიონალები.

ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ბრიტანეთის დიპლომი, ბუდაპეშტში ორწლიანი, ხოლო ლონდონში (Northumbria university) ერთწლიანი სწავლის შემდეგ.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს 200-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში ერასმუსის სტიპენდიით.

სტიპენდიები:

უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს. ასევე სტუდენტებისთვის გათვალისწიენბულია ფასდაკლება სწავლის საფასურზე.