Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Capilano University
 
Capilano University

კაპილანოს უნივერსიტეტის შესახებ

კაპილანოს უნივერსიტეტი, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა), კანადის უნივერსიტეტის და კოლეჯების და უნივერსიტეტების ჩრდილო-დასავლეთ კომისიის (აშშ) მიერ სრულად აკრედიტებული სახელმწიფო უნივერსიტეტია. ჩრდილოეთ ვანკუვერში,  მთებსა და ოკეანეს შორის და მზიანი სანაპიროზე 3 მომაჯადოებელი მდებარეობით, უნივერსიტეტი 86 -ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 12 700 სტუდენტს  იღებს, რომელთა შორის 2800 საერთაშორისო სტუდენტია. უნივერსიტეტს სახელი ჯო კაპილანოს საპატივსაცემოდ, სანაპიროს სელიშის მოსახლეობის სქვამიშის ერის ლიდერის საპატივსაცემოდ ეწოდა.

რატომ კაპიტალოს უინივერსიტეტი?

შესანიშნავი მასწავლებლები. მცირერიცხოვანი ჯგუფები. მხარდამჭერი და დამხმარე სტუდენტური კონტინგენტი, დასავლეთ სანაპიროს ცხოვრების სტილი. უნივერსიტეტის ასარჩევად ბევრი მიზეზი არსებობს, როგორიცაა:

მცირერიცხოვანი ჯგუფები და დამხმარე  სტუდენტური კონტინგენტი 

კაპილანოს უნივერსიტეტის სამი კამპუსიდან ერთ-ერთში სწავლა თქვენ დაგეხმარებათ გახდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარებად სტუდენტთა მზარდი კონტინგენტის ნაწილი.

ინსპირირებული სწავლება და გაუმჯობესებული სწავლა  უნივერსიტეტის გამოცდილების განმასხვავებელი ნიშანია. ჩვენი ინსტრუქტორები მოქმედი პროფესიონალები არიან,რომლებიც იმავე სფეროში არიან დასაქმებულები, რასაც ასწავლიან.

კაპილანოს უნივერსიტეტში წარმატების ხელშემწყობ ყველა გზას შეხვდებით. აქ კამპუსში მისვლისთანავე დაგეხმარებით თითოეული ნაბიჯის გადადგმაში.

კაპილანოს უნივერსიტეტის აუდიტორიებში ლექციას  საშუალოდ 25 სტუდენტი ესწრება. ასე რომ, ჩვენი ინსტრუქტორები აუდიტორიაში მყოფი თითოეული სტუდენტის მიმართ ინდივიდუალურ ყურადღებას იჩენენ.  უნივერსიტეტის საცხოვრებელი სტუდენტს უსაფრთხო და მოხერხებულ გარემოს სთავაზობს და აძლევს მეგობრების შეძენის შესაძლებლობას, ასევე ეხმარება სტუდენტებს მიიღონ სრული საუნივერსიტეტო გამოცდილებაში.

პროგრამების სახეობა და არჩევანი  

კაპელანოს უნივერსიტეტს ტრადიციული საუნივერსიტეტო პროგრამები აქვს, მათ შორის ხელოვნება და მეცნიერება ფსიქოლოგიაზე, ინგლისურ ენასა და ფიზიკაზე კონცენტრაციით, ასევე აქვს ისეთი უნიკალური სწალების სფერო როგორიცაა გარე რეკრეაციული მენეჯმენტი, ჯაზი, ტურიზმის მენეჯმენტი საერთაშორისო სტუდენტებისთვის და მოძრავი სურათების ხელოვნება და ბევრი სხვა.  გაეცანით ჩვენს სწავლების სფეროებს და აირჩიეთ პროგრამა.

გარდა ამისა, გთავაზობთ თქვენს კარიერასა და პერსონალურ განვითარებაზე ორიენტირებულ, მრავალფეროვან საგანმანათლებლო კურსებს. მიყევით შემდეგ ბმულებს სწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის (ჩარიცხვა, სწავლის საფასური) მისაღებად:

ცხოვრებისეული კავშირები  

მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ჩვენს ინსტრუქტორებს გააჩნიათ ცოდნა და გამოცდილება ბიზნესსა და კომუნიკაციებში,   მუსიკაში, ტურიზმში, გამოყენებით ქცევის ანალიზში.

კაპილანოს უნივერსიტეტის ბევრი პროგრამა გთავაზობ პრაქტიკულ, სამუშაოში ინტეგრირებულ სასწავლო გამოცდილებას. ჩვენი ვებგვერდიდან გაიგებთ კაპილანოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და საზოგადოებრივი კავშირების  შესახებ, ან შეგიძლიატ შემოგვიერთდეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამისა თუ სასწავლო დარგის საინფორმაციო სესიაზე.