Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > CENTENNIAL COLLEGE, TORONTO, CANADA
 
CENTENNIAL COLLEGE, TORONTO, CANADA

Centennial College წარმოადგენს პირველ საჯარო კოლეჯს ონტარიოში, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის კანადურ განათლებას.

კოლეჯის შესახებ

Centennial College წარმოადგენს რიგით პირველ კოლეჯს კანადაში საერთაშორისო სტუდენტებისთვის.  კოლეჯს აქვს მაღალი რეპუტაცია და მჭიდრო კონტაქტები ბიზნესის სექტორთან. კარიერაზე ორიენტირებული პროგრამები, შესაბამისი სფეროს ლაბორატორიები, თანამშრომლობა შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან, სტაჟირების შესაძლებლობები. აღნიშნული სასწავლებელი აღიარებულია როგორც ლიდერი საერთაშორისო განათლების კუთხით.

სასწავლებელს აქვს 5 კამპუსი და 8 სპეციალიზირებული სკოლა, რომელიც გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შემდეგ სფეროებში:

Business, Engineering Technology and Applied Science, Communications, Media and Design, Health and Community studies, Hospitality, Tourism and Culture and Transportation as well as English Language Learning (ELL) and foundations programs for college and university preparation.

საერთაშორისო პროგრამები:

ერთ-ერთი ფაქტორი რაც აღნიშნულ სასწავლებელს გამოარჩევს არის  საერთაშორისო პროგრამები, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სტაჟირებაში, გაცვლით პროგრამებში, სასწავლო ვიზიტებში, საერთაშორისო კვლევით პროექტებში და სხვადასხვა აქტივობებში მსოფლიოს მასშტაბით.

სტაჟირების შესაძლებლობები

სტაჟირების პროგრამები მოიცავს 1, 2 ან 3 სემესტრს, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ გამოიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიიღეთ სასწავლებელში.  შეძენილი სამუშოა გამოცდილება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.

მუშაობის შესაძლებლობები: საერთაშორისო სტუდენტებს საშუალება აქვთ იმუშაონ კვირაში 20 საათი. ასევე, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მიიღონ სამწლიანი სამუშაო ვიზა.

სტიპენდია
პირველი კურსის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სტიპენდია. სტიპენდიის მისაღებად გათვალისწინებული იქნება მათი აკადემიური მოსწრება.

Follow us:

www.centennialcollege.ca

https://www.facebook.com/centennialcollege

www.twitter.com/centennialEDU