Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური)

 
DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური)

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე

წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/88254916803?pwd=T1VtdnVMYXV6OUE1TGtack4wY01CQT09

Meeting ID: 882 5491 6803

Passcode: 206807

 

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ორგანიზაციას, რომელიც აფინანსებს სტუდენტებს და მკვლევარებს.

ორგანიზაცია აფინანსებს გამორჩეულ სტუდენტებს და მკვლევარებს როგორც გერმანიაში, ასევე საზღვარგარეთ; ხელს უწყობს საერთაშორისო კვალიფიკაციას, მობილობას და აუმჯობესებს კვლევებისა და სწავლების ხარისხს.

ორგანიზაციას აქვს გლობალური ქსელი, რომელიც მოიცავს 18 რეგიონალურ ოფისს, 51 საინფორამციო ცენტრს და 426 სალექციო სერიას.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის ოფისი ფუნქციონირებს 2004 წლიდან, რომელიც სტუდენტებს სისტემატიურად აწვდის ინფრომაციას გერმანიაში სწავლისა და კვლევების შესაძლებლობების შესახებ; კოორდინაციას უწევს რეგიონულ საზაფხულო სკოლებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომელიც ხორციელდება კურსდამთავრებულების მიერ.

ყოვლეწლიურად ჩვენი ორგანიზაცია 90 ინდივიდუალურ სტიპენდიას გაცემს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის. გარდა ამის, ყოველწლიურად აფინანსებს 200-მდე  ქართველ სტუდენტს და მკვლევარს საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში.

DAADის სასტიპენდიო პროგრამები 2021-2022 წლისთვის

მოკლევადიანი კურსები

სამაგისტრო სტიპენდიები

კვლევითი სტიპენდიები