Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური

  • DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური
  • DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი (გებჰარდ როილი, ნინო ანთაძე) თბილსი, ზანდუკელის ქ.16.
  • 2 92 09 26
  • info@daad.org.ge
  • http://ic.daad.de/tbilissi/
  • რუკაზე ნახვა
 
DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური

DAAD უდიდესი ფონდია მსოფლიოში, რომელიც აკადემიურ სფეროში გაცვლით ურთიერთობებს კოორდინირებს.

DAAD-ს მიზანს წარმოადგენს:
• დაეხმაროს უცხოელი ახალგაზრდების რჩეულ ნაწილს, რომელიც პოტენციურად მეცნიერების, კულტურის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ელიტად განიხილება და მათი სახით გერმანიას მომავალი პარტნიორები შესძინოს;
• მხარში ამოუდგეს წარმატებულ გერმანელ ახალგაზრდებს, რათა მათ როგორც მეცნიერების, კულტურის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მომავალს საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზით მსოფლიო ასპარეზზე გაუკვალოს გზა;
• ხელი შეუწყოს გერმანიის უნივერსიტეტების იტერნაციონალურობასა და მიმზიდველობას და გერმანია მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერთა კერად აქციოს;
• საზღვარგარეთის რჩეულ უნივერსიტეტებში პოპულარიზაცია გაუწიოს გერმანისტიკასა და გერმანულ ენას, ასევე ლიტერატურასა და ქვეყანათმცოდნეობას, რათა ამით უფრო გააძლიეროს გერმანულის, როგორც კულტურისა და საკომუნიკაციო ენის მნიშვნელობა და გაზარდოს ინტერესი, ცოდნა და სიმპათია გერმანიისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ;
• ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას ერთის მხრივ განვითარებად, ხოლო მეორეს მხრივ კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში და ამ სახით დაეხმაროს მათ ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების პროცესში.
DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოში. იგი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 48 საინფორმაციო ცენტრს შორის.
DAAD-ს წარმომადგენლობა საქართველოში:
• ინფორმაციას აწვდის ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერებს გერმანიაში სწავლის, კვლევის და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
• კონსულტაციას უწევს DAAD-სა და სხვა გერმანული ფონდების კონკურსანტებს. აქვე ხდება განაცხადების მიღებაც;
• დახმარების ხელს უწვდის ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს პარტნიორული პროგრამების განხორციელებაში, ამასთან ქართულ მხარეს ინფორმაციას აწვდის გერმანული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების შესახებ;
• ორგანიზებას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, მონაწილეობს ყოფილი სტიპენდიატებისადმი მიძღვნილი სემინარებისა და კონფერენციების წარმართვაში;
DAAD ყოველწლიურად დაახლოებით 200-ზე მეტ ქართველ სტუდენტს, მეცნიერსა და უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელს აფინანსებს.