Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > De Montfort University
 
De Montfort University

დე მონფორტის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს ლეიკესტერში, ინგლისში. უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს 4 ფაკულტეტზე: Art, Design and Humanities, Faculty of Business and Law, Faculty of Health and Life Sciences, and Faculty of Technology.

ყოველწლიურად ჩვენ გვყავს 2700-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი 130 სხვადასხვა ქვეყნიდან.

დე მონფორტის უნივერსიტეტმა მიიღო ოქროს ჯილდო უმაღლესი სასწავლო სტანდარტებისთვის. სასწავლებელი აღიარებულია გამორჩეული და საუკეთესო სწავლების მეთოდებით.

ყოველწლიურად ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას. ასევე დასვენების პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო აქტივობებში, როგორიც არის საზაფხულო სკოლები, სტაჟირება და მოხალისეობრივი საქმიანობები.

დე მონფორტის უნივერსიტეტი წარმოადგენს საერთაშორისო სასწავლებელს, რომელსაც აქვს 70-ზე მეტი გაცვლითი პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ერთი წელი გაატარონ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და აზიის რომელიმე ქვეყანაში.

თქვენ გელოდებათ უსაფრთხო კამპუსში ცხოვრება, ხარისხიანი სწავლება, საუკეთესო სტუდენტური გამოცდილება, ინკლუზიური საზოგადოება.

ჩვენ გვყავს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სპეციალური დამხმარე გუნდი, რომელიც მუდმივად თქვენს გევრდით არიან თქვენი სწავლის პერიოდში.

უნივერსიტეტის სასწავლო კურსები შექმნილია იმდაგვარად, რომ ჩვენმა სტუდენტებმა გამოიმუშაონ ის უნარები და ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობებს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე:

  • პროფესიული გამოცდილება, სტაჟირება, მოხალისეობრივი საქმიანობა
  • ტრენინგები, სწავლა, განვითარება
  • ბიზნეს ინსაიდერების ვიზიტები
  • კვლევითი და საკონსულტაციო შესაძლებლობები

სტიპენდიები:

უნივერსიტეტი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სტიპენდიებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტაenquiry@dmu.ac.uk

ვებ-გვერდი: www.dmu.ac.uk