Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ELCml
 
ELCml

ELCml ბრიტანეთის Oxford House College-ის პარტნიორი ორგანიზაცია გახდა

2011 წლის 1 აგვისტოს ტრეინინგ-ცენტრ ELCml–სა და Oxford House College-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს ELCml-ის შემსწავლელებს გახდნენ Oxford House College-ის კურსდამთავრებულები და დაეუფლონ სასერთიფიკატო პროგრამებს. ასევე, ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძლევათ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების, მათი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობა.

ლონდონის, ოქსფორდის და ასევე სტრედფორდ-აფონ-ეივონის Oxford House College-ის ფილიალებში მსმენელები წამყვანი ბრიტანელი სპეციალისტების მეშვეობით შემდეგ პროგრამებს გაივლიან:

  • General English Plus
  • Conversation&Pronunciation
  • Cambridge Examination Courses
  • IELTS Examination Preparation
  • Introduction to IELTS
  • 1-to 1 Professional
  • English for Business Success
  • Professional Intensive-Business Communication
  • Intensive English, Writing Skills
  • Combined Courses
  • General English plus Golf
  • Junior Summer Course
  • Courses at Glance and How to Enrol

საქართველოდან მოსწავლე-ახალგაზრდების პირველი ნაკადი Oxford House College-ში 2012 წლის იანვარში გაემგზავრა.

კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით 16 წლის და მეტი ასაკის მსმენელები ორი კვირის განმავლობაში გაიღრმავებენ ინგლისური ენის ცოდნას. ყურადღება გამახვილებულია ბრიტანული თანამედროვე სასწავლო და მეთოდური მასალების, აუდიო ტექნიკის გამოყენებაზე, რომლის საშუალებითაც მსმენელები ყოველდღიურად გაიუმჯობესებენ წერის, კითხვის, საუბრის და მოსმენის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას, გამოთქმას, ინტონაციას, გრამატიკის ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკულ და საჭირო სიტყვათა მარაგს. მეცადინეობა წარმოებს ჯგუფში და ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა მსმენელებს გარკვეულ დონეზე გადაეცემათ დამატებითი ლიტერატურა. სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით. თითოეული დონის ხანგრძლივობა შეადგენს ორ კვირას (30 გაკვეთილი + 4 კლასგარეშე გაკვეთილი).

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდებათ სასერთიფიკატო ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა შესაბამისი დონის სერთიფიკატი.

კურსის ღირებულებაა 980 ფუნტი. ღირებულებაში შედის:

  • საუკეთესო საცხოვრებელი და სასწავლო პირობები (მასპინძელი ოჯახი, twin share, ორჯერადი კვება)
  • კურსზე რეგისტრაციის გადასახადი
  • 30 გაკვეთილი + 4 კლასგარეშე გაკვეთილი
  • სასწავლო მასალები
  • სასწავლო ჯგუფებში გასანაწილებელი ტესტირება
  • პროგრესის რეგულარული შემოწმება/ტესტი და უკუკავშირის სესიები მასწავლებელთან
  • ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის მიმდინარეობს რეგისტრაცია!