Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > European Law and Governance School
 
European Law and Governance School

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/81709614215?pwd=QlFXN2pzWXNRVzZqUG1uT0liNllLQT09

Meeting ID: 817 0961 4215

Passcode: 811271

 

 

ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლის (ELGS) მიზანია განათლება მისცეს ევროპის მომავალ თაობას და მსოფლიოს იურისტებს, სახელმწიფო ადმინისტრატორებს და მსოფლიო ლიდერებს, ისეთი ცოდნის მიცემის გზით, რაც საშუალებას მისცემს მათ, ეფექტურდ იმუშაონ სწრაფად განვითარებად გლობალურ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში, წინააღმდეგობა გაუწიონ და გაუმკლავდნენ ახალ გლობალურ შესაძლებლობებს და გამოწვევებს.

სკოლის მიზანი და მისიაა მაღალი ხარისხი შესთავაზოს ევროპის სამართლისა და მმართველობის სფეროს მესამეულ დონეებზე. სკოლა მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს მაძიებელი გონების მქონე, მომავლის სოციალურად პასუხისმგებელი ლიდერები. ევროკავშირის ღირებულებებზე დაყრდნობით, ELGS-მა დაადგინა ახალი, ევროპული ხასიათის განათლების შექმნის საჭიროება.

რატომ ჩვენ

  • დემოკრატიის აკვანში და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ადგილზე სწავლა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილი
  • 20 ქვეყანაში 30 უნივერსიტეტთან კავშირი;
  • დისციპლინათაშორისი პროგრამებით სწავლება;
  • ევროპის ხვალინდელი საჭიროებების შესაბამისი უახლესი სასწავლო გეგმა;
  • პატარა საკლასო ოთახების საშუალებით, სტუდენტსა და პროფესორს შორის მჭიდრო ინტერაქცია
  • დაახლოებით 10 ენაში კვლევების ჩატარების შესაძლებობა
  • საკვლევი თემის თავისუფალი არჩევანი და თქვენი ნაშრომის ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციების გამოცემებში გამოქვეყნება.

ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლა უზრუნველყოფს დისციპლინათაშორის საბაკალავრო, სამაგისტრო და აღმასრულებელი განათლების კურსებს უახლესი მასალებითა და უნიკალური დიზაინით. არჩევითი მოდულების დიაპაზონი და სტუდენტთა მობილობის და სტაჟირების შესაძლებლობები საშუალებას აძლევს სტუდენტებს მოარგონ და მიიღონ საგანმანათლებლო გამოცდილება. უმაღლესი განათლების უახლესი ტრენდის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევით მეთოდოლოგიას და ტრანსვერსული უნარების განვითარებას.

ELGS მმართველობა და ფაკულტეტი

ELGS მოხარულია, რომ აქვს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების მხარდაჭერა და პარტნიორობა. მას ხელმძღვანელობს სამართლისა და მართველობის წამყვანი პროფესიონალები. სამეურვეო საბჭოს საპატიო პრეზიდენტია პროფესორი გ.ამატო, იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი. ფაკულტეტის საბჭოს პრეზიდენტია პროფესორი ჯიაჩინო დელლა კანანეა,მილანი, იტალია,  ბოკონის უნივერსიტეტი,  ხოლო წარმომადგენელთა საბჭოს ხელმძღვანელობს პროფესორი ბ. მეთიუ, საფრანგეთი, პარიზის უნივერსიტეტი-1 (პანთეონ-სორბონა).

საბაკალავრო პროგრამები

სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა ევროპის სამართალში: სამ წლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებს ასწავლოს ის ძირითადი სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც ევროკავშირს უდევს საფუძვლად. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი არჩევანით გაიარონ  კონკრეტული ტრენინგი როგორც ადგილობრივ სამართალში, ასევე ტრანსვერსული უნარების განვითარებაში.

ევროპული მმართველობის ბაკალავრი: მოქნილი სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს აწვდის თანამედროვე მმართველობის მსოფლიოს შესახებ ყოვლისმომცველ ცოდნას; აქცენტი კეთდება ევროკავშირზე და მისი ისტორიული, ინსტიტუციონალური, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური განზომილებების დისციპლინათაშორის სწავლებაზე.

ევროპის სამართლის და მმართველობის მეცნიერების ბაკალავრი – ზემოთ მოცემული პროგრამების კომბინაციაა.   

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

(LLM) ევროკავშირის სამართლის მაგისტრი: ეს ერთწლიანი სასწავლო პროგრამა ევროკავშირის სამართალთან დაკავშირებულ ისეთ ძირითად საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ევროკავშირის თავისუფლების სფერო, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება და კონკურენციის სამართალი. სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიარონ სპეციალიზაცია ევროკავშირის მონეტარულ  და ფინანსურ  სამართალში.
მმართველობის მაგისტრი: ერთ წლიანი სამაგისტრო პროგრამა მოიცავს გლობალური და ადგილობრივი საჯარო პოლიტიკის შექმნასა და ადმინისტრირებას, პოლიტიკურ ეკონომიკას და გლობალურ მმართველობასა და ინსტიტუტებთან უახლეს მიდგომებს. სტუდენტები შეძლებენ საკუთარი არჩევანი გააკეთონ, პროფესიული ტრენინგებიდან დაწყებული, სპეციალიზირებული თემებით დამთავრებული მაღალი დონის არჩევითი მოდულების ჩამონათვალიდან.

სამეცნიერო პროგრამები

მეცნიერებათა მაგისტრიპროგრამის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს სტუდენტის მიერ კვლევის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა, ეს ერთწლიანი პროგრამა ახდენს სასწავლებლის საერთაშორისო ფაკულტეტის წევრების მობილიზებას, რათა მოტივაცია შეუქმნან სტუდენტებს მმართველობისა და სამართლის  სფეროებში შერჩეულ თემაში აწარმოონ კვლევა და დაწერონ დისერტაცია დაახლოებით ათ ენაზე.  .
ფილოსოფიის მაგისტრი: ეს ორწლიანი პროგრამა მობილიზებას უკეთებს ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლის საერთაშორისო ფაკულტეტის წევრებს, რათა საშუალება მისცენ სტუდენტებს მმართველობისა და სამართლის  სფეროებში შერჩეულ თემაში აწარმოონ კვლევა და დაწერონ დისერტაცია დაახლოებით ათ ენაზე.
ფილოსოფიის დოქტორიევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლის ფარგლებში ჩასატარებელი უმაღლესი დონის კვლევა. კვალიფიციურ სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ აღნიშნულ სამწლიან კვლევით პროგრამაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ საკუთარი სურვილით აწარმოონ კვლევა მმართველობისა და სამართლის სფეროებში შერჩეულ თემაში და დაწერონ დისერტაცია დაახლოებით ათ ენაზე.