Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > „Grigore T. Popa” University of Medicine and Pharmacy of Iasi, Romania
 
„Grigore T. Popa” University of Medicine and Pharmacy of Iasi, Romania

ჩვენი უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული სასწავლებელია, რომელსაც ჰყავს 9000-ზე მეტი სტუდენტი, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. სხვადასხვა რეიტინგების მიხედვით, უნივერსიტეტი ადგილს იკავებს  მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლებს შორის.

უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოინჟინერიის ფაკულტეტს გააჩნია მაღალი ხარისხის სტანდარტი ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით. ჩვენი მიზანია ეფექტური და ხარისხიანი განათლება, რომელიც ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას და სტუდენტების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ასევე, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საავადმყოფოებთან, უნვერსიტეტებთან, ბიზნესთან და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

ინგლისურეოვანი პროგრამები:

  1. Physiotherapy (Balneology, physical therapy and medical rehabilitation)

ფიზიო-კინეზიოთერაპია ხელს უწყობს საზოგადოებაში აქტიურ მონაწილეობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ფიზიო-კინეზოთერაპია დიაგნოზს სვამს ფუნქციურ პრობლემებზე, უზრუნველყოფს მკურნალობას, ეხმარება პირს მოძრაობის აღდგენაში და/ან დაზიანების თავიდან აცილებას, ასევე, ეხმარება ადამიანს შეძლოს მაქსიმალური გამოჯანმრთელება, აქტივობა და სრულფასოვანი ცხოვრება.

ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ:

  • ხანგრძლივობა: 3 წელი
  • სწავლის საფასური: 3000 ევრო/წელი
  1. Biomedical Engineering

ბიოსამედიცინო ინჟინერია ახდენს ინჟინერის უნარების ინტეგრირებას ბიოლოგიურ სისტემებთან, რათა  მოხდეს სამედიცინო პრაქტიკის გაუმჯობესება და ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

ბიოსამედიცინო ინჟინრებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ საავადმყოფოებში, ბიოსამედიცინო ინდუსტრიაში, პროტეზირების კომპანიებში, კერძო სექტორში, ფარმაცევტულ და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებში და ასე შემდეგ.

ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ:

  • ხანგრძლივობა: 2 წელი
  • სწავლის საფასური: 2500 ევრო/წელი

საჭირო დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი ნიშნების ფურცელთან ერთად (Physiotherapy, საბაკალავრო პროგრამა)
  • Certified copies or copies and certified translations of the Bachelor Degree (Biomedical Engineering, სამაგისტრო პროგრამა)
  • ინგლისური ენის სერთიფიკატი (level B2/independent user)

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 9-13 Kogălniceanu Street, 700454, Iaşi, Romania

ელ. ფოსტა: bioinginerie@umfiasi.ro

Facebook: www.facebook.com/BMEromania

ტელ: +40.232.213.573

   






Самым популярным видом кредитования физических лиц в России являетсязаймы, который возможно получить без справок и поручителей в течение одних суток.