Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Hotelschool The Hague
 
Hotelschool The Hague

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/82380290611?pwd=TkdKWmRuZzRlS0poWGg0R3p5eHVSUT09

Meeting ID: 823 8029 0611

Passcode: 261553

 

ფიქრობთ, რომ ხართ პროფესიონალი, ამბიციური და გსურთ საერთაშორისო ბიზნეს გარემოში მუშაობა? – მაშინ შემოგვიერთდით!!!

ჩვენ გთავაზობთ პროგრამებს  სტუმართმოყვარეობის ბიზნესის მენეჯმენტში (Hospitality Business Management), რომელიც კვლევების მიხედვით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

თქვენ შეისწავლით აღნიშნიშნულ პროფესიას ორ საერთაშორისო სტაჟორების პროგრამაში მონაწილეობით. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები იძენენ სოციალურ, ბიზნეს უნარ-ჩვევებს და პრაქტიკულ უნარებს.

ჩვენი სასწავლებელი დაარსდა 1929 წელს და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, დამოუკიდებელ სასტუმრო სკოლას. სასწავლებელი ცნობილია თავისი განათლებით და ინოვაციური კვლევებით, და დასახელებულია მსოფლიო სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის სკოლების საუკეთესო ხუთეულში.

სასწავლებელს აქვს ორი კამპუსი, ერთი ჰააგაში და მეორე ამსტერდამში და 2500-ზე მეტი სტუდენტი. სტუდენტების 40% საერთაშორისო სტუდენტია.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი სკოლა არჩეულია ნიდერლანდების საუკეთესო საჯარო სასტუმროს სკოლად. სკოლის კუსრდამთავრებულებს წამყვანი პოზიციები უკავიათ სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მონაცემებით, სასტუმროების სკოლა ჰააგა მე-4 ადგილზეა ევროპის საუკეთესო სტუმართმოყვარეობისა და სასტუმროების მენეჯმენტის სკოლებს შორის.

ჩვენ გვყავს ძალიან საამაყო აკადემიური პერსონალი, რომელიც საერთაშორისო და პროფესიონალური გუნდია. აკადემიური ცოდნის გარდა, მათ აქვთ მრავალი წლის სამუშაო გამოცდილება მსოფლიოს წამყვან კომპანიებში.

სტიპენდიები

ჰოლანდიის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო და ჰოლანდიის კვლევითი უნივერსიტეტები გამოყოფენ დაფინანსებას და სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

 

იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტთან დაკავშირებისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა გთხოვთ, მიწეროთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს:

Skype: cristinaioanasavu@yahoo.com