Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > IE University
 
IE University

IE University საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომლის პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა საკლასო ოთახის კედლებს სცდება.  ესპანეთში მდებარე IE University-ის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ურბანული კამპუსი მადრიდში, ხოლო მისი ისტორიული და კულტურული კამპუსი – სეგოვიაში მდებარეობს. ჩვენი პროგრამები ისწავლება ინგლისში, თუმცა სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ თანატოლებთან ერთად ისწავლონ ესპანეთში. სტუდენტური ორგანო, რომელიც 13–მდე ეროვნების სტუდენტითაა დაკომპლექტებული (მისი 75% საერთაშორისო სტუდენტია) მსოფლიო მასშტაბით ჩვენს 200 პარტნიორი უნივერსიტეტების როგორც გაცვლით პროგრამებს, ასევე სხვადასხვა სტაჟირებას უღებს კარს.  აღნიშნული სტაჟირებები, ისევე როგორც უნივერსიტეტის ლაბორატორიები, პროგრამის ნაწილს წარმოადგენს  და საშულებას აძლევს სტუდენტებს,  მიიღონ რეალური და  პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.   სტუდენტები, საგანმანათლებლო გამოცდილებას, მათი ინტერესების შესაბამისად,  არჩევითი და მოწინავე სემინარების საშუალებით იღებენ.

IE University სთავაზობს ფართო მასშტაბის, სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ყველასთვის გარანტიაა, მათ შორისაა: ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ეკონომიკა, არქიტექტურა, დიზაინი, კომუნიკაციები და ციფრული მედია, ქცევითი და სოციალური მეცნიერებები, მონაცემები და ბიზნეს ანალიტიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა (PPLE); უნივერსიტეტში ისწავლება რამოდენიმე, ორმაგ ხარისხის მქონე პროგრამა, სადაც სტუდენტები ბაკალავრის ორ დიპლომს იღებენ.

IE University გლობალური დასაქმების 25 მოწინავე უნივერსიტეტს შორის ირიცხება და ემყარება ადამიანობის, მეწარმეობის, ინოვაციების პრონციპებს.

პროგრამების ჩამონათვალი:

საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი

ორმაგი ხარისხი

  • ორმაგი ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა +მონაცემთა+ბიზნესის ანალიტიკაში (მადრიდი/ სეგოვია) 
  • ორმაგი ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა +დიზაინში (მადრიდი/ სეგოვია)
  • ორმაგი ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა +საერთაშორისო ურთიერთობებში (მადრიდი/ სეგოვია)
  • ორმაგი ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა +სამართალში (მადრიდი/ სეგოვია)
  • ორმაგი ხარისხი სამართალსა +საერთაშორისო ურთიერთობებში (მადრიდი/ სეგოვია)
  • ორმაგი ხარისხი ფილოსოფიის, პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის + მონაცემთა და ბიზნეს ანალიტიკის ბაკალავრი (მადრიდი/ სეგოვია)
  • ორმაგი ხარისხი ეკონომიკის+საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი (მადრიდი/სეგოვია).