Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > IED Istituto Europeo di Design – the educational model of an international network
 
IED Istituto Europeo di Design – the educational model of an international network

2

 

IED- Istituto Europeo di Design  (ევროპის დიზაინის ინსტიტუტი)  წარმოადგენს  100%-ით  “Made in Italy” საერთაშორისო  ქსელს  საგანმანათლებლო  და  კვლევით სფეროში. ინსტიტუტი ფუნქციონირებს იტალიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაში. IED Design, IED Fashion, IED Visual Arts  და  IED Communication,  ეს  ის  ოთხი მიმართულებაა, რომელიც  ინსტიტუტის  თითოეულ  ლოკაციაზეა  წარმოდგენილი,  მათ  დიზაინის კულტურის  საერთო  საზომი  აერთიანებთ.

ED-ის საგანმანათლებლო შეთავაზება მოიცავს საბაკალავრო კურსებს, სადიპლომო კურსებს, სამაგისტრო კურსებს, აკადემიურ  წელს და სემესტრულ კურსებს,  საზაფხულო/ზამთრის  კურსებსა  და  სპეციალიზირებულ კურსებს. IED-ის მეთოდოლოგია თითოეული განყოფილებისგან მოითხოვს, რომ მათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი ადგილობრივ მწარმოებლებთან, ურთიერთქმედებაში იყვნენ საორიენტაციო (ბენჩმარკის) სექტორებთან, ჰქონდეთ კომუნიკაცია ერთმანეთთან და განვითარდნენ. სწორედ ამ მიზეზების გამო, მხოლოდ თანამედროვეობასთან ფეხის აწყობის ნაცვლად, IED-ის სასწავლო კურსები, ხშირად, ახალი ტენდენციების წინასწარ განჭვრეტას და მათ წინსწრებას უწყობს ხელს. Istituto Europeo di Design წარმოადგენს ინოვაციურ ცენტრს, სადაც სხვადასხვა ბექგრაუნდისა და კულტურის მქონე პროფესიონალები იკრიბებიან. ისინი უზრუნველყოფენ სხვადასხვა სფეროსა და დისციპლინებს შორის ინფორმაციისა და სიახლეების ურთიერთგაცვლის საფუძვლებს.

IED ქმნის მოულოდნელი შეხვედრების,  გამოცდილებების, ადამიანებისა და კულტურათა  ჭეშმარიტად  უნიკალურ ქსელს.  მისი  შედეგი  სრულყოფილებაა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

IED Design / Visual Arts/ Communication

via A. Sciesa, 4 20135 Milano
Tel. +39 02 5796951
Fax. +39 02 55012613

IED Fashion

Via Pompeo Leoni, 3 20141 Milano
Tel. +39 02 583361
Fax. +39 02 5833660

IED Master

Via Bezzecca, 5 20135 Milano
Tel. +39 02 5796951
Fax. +39 02 55012613