Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Institut Montana
 
Institut Montana

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/87424570350?pwd=TU1mQXJFeFhlS1diYUREcDJabFo0UT09

Meeting ID: 874 2457 0350

Passcode: 193021

 

საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „ინსტიტუტ მონტანა- Institut Montana“ მდებარეობს შვეიცარიის შუაგულში, კერძოდ, კანტონ ცუგში (Zug).
„ინსტიტუტ მონტანა“ იღებს მოსწავლეებს 6 წლიდან 19 წლამდე და სთავაზობს ორენოვან სკოლას, გერმანულენოვანი დიპლომის – მატურას (Swiss Matura)მოპოვებით, რომლითაც კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს შვეიცარიის ნებისმიერ უნივერსიტეტში და ასევე, ცნობილი ინგლისურენოვანი საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის – International Baccalaureate (IB) Diploma მოპოვებით, რომელიც, კურსდამთავრებულს გზას უხსნის შვეიცარიული და საერთაშორისო უნივერსიტეტებისკენ.
ჩვენ ასევე ვთავაზობთ საზაფხულო სკოლას ბავშვებს 10-15 წლამდე, საუკეთესო პირობებით და გარანტირებული შვეიცარიული უსაფრთხოებით და ხარისხით. 2 კვირის განმავლობაში მოსწავლე გაეცნობა ბევრ თანატოლს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაეუფლება ან გაიუმჯობესებს სალაპარაკო ენას, შეისწავლის გუნდურ მუშაობას, დაეუფლება ახალ უნარ-ჩვევებს.

უფასო ვაუჩერი ორკვირიანი საზაფხულო სკოლისთვის შვეიცარიაში

ყველა დაინტერესებული მოსწავლე რომელიც online რეჟიმში დაეკონტაქტება ჩვენი სკოლის წარმომადგენელს, გვინდა ჩვენი სკოლის სახელით და შესაბამისი გათამაშების წესით – შემთხვევით შერჩევითი მეთოდის გამოყენებით(Random draw), იღბლიან მოსწავლეს გადავცემთ 2021 წლის საზაფხულო სკოლაზე, 5900 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების 2 სრული კვირის საფასურის ვაუჩერს (სკოლაში არსებულ კემპუსზე ცხოვრების, კვების,ტრანსპორტის, აქტივობების ღირებულება). რომელიც აძლევს შანს დაინტერესებულ მოსწავლეს გაეცნოს და შეიგრძნოს ის საუკეთესოს შექმნის ტრადიცია შვეიცარიული და საერთაშორისო პერსპექტივით, შესაძლო გახდეს შემდეგი კმაყოფილი და ბედნიერი „ინსტიტუტ მონტანელი“.

იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტთან დაკავშირებისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა გთხოვთ, მიწეროთ სკოლის წარმომადგენელს:

Skype: @  Natiswiss