Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > IULM UNIVERSITY
 
IULM UNIVERSITY

უნივერსიტეტი აღიარებულია, როგორც საუკეთესო სასწავლებელი ისეთი საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის, როგორიც არის კომუნიკაციები, ენები, ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობა და ა. შ. სტუდენტებს ვთავაზობთ სწავლების ინვოაციურ მეთოდებს, კონტაქტების დამყარებას შრომის ბაზარზე და ასევე, სასწავლო გამოცდილებას საზღვარგარეთ.

ჩვენი მისიაა მოვამზადოთ პროფესიონალები, რომლებიც მზად იქნებიან გამოწვევებისთვის და დარწმუნებულები იქნებიან საკუთარ შესაძლებლობებში.

 

 

უნივერსიტეტი არის თანამედროვე სასწავლო კომპლექსი, ტექნოლოგიურად მოწინავე და შესაბამისად აღჭურვილი, რათა ვუზრუნველყოთ შესაბამისი სივრცე სხვადასხვა აქტივობებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ცენტრალური კამპუსის გარშემო აშენდა ახალი შენობები  საკლასო ოთახების, კვლევითი ცენტრების, ლაბორატორიების, წიგნის მაღაზიების, რესტორნების და სტუდენტთა საცხოვრებლებისთვის.

რატომ უნდა ისწავლოთ ჩვენს უნივერსიტეტში

უნივერსიტეტი გთავაზობთ ინოვაციური მიმართულებების ფართო სპექტრს, როგორც საბაკალავრო ასევე, სამაგისტრო პროგრამებზე. პროგრამები სრულად არის მორგებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.

უნივერსიტეტის კამპუსი გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს როგორც სწავლისთვის, ასევე თქვენი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის. უნივერსიტეტს აქვს სივრცე კონცერტებისთვის, გამოფენებისთვის, კონფერენციებისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის.

დაარსების დღიდან, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხო ენებს და კულტურას. სხვადასხვა კულტურის შესწავლა და საკომუნუკაციო უნარების განვითარება საშალებას მოგცემთ გააფართოვოთ თქვენი ცოდნა. იმისათვის, რომ უპასუხოთ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს ჩვენი პროგრამები ისწავლება ინგლისურ ენაზე.

საბაკალავრო პროგრამები (3 წელი, 180 ECTS)

  • Interpreting and Communication (Italian)
  • Arts, Entertainment and Cultural Events (Italian)
  • Communication, Media and Advertising (Italian)
  • Corporate Communication and Public Relations (Italian)
  • Corporate Communication and Public Relations ENGLISH
  • Tourism, Management and Culture (Italian)
  • Fashion and Creative Industries (Italian)*

სამაგისტრო პროგრამები (2 წელი, 120 ECTS)

ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები (1 წელი, 60 ECTS)

ჩვენ ასევე, გვაქვს პროგრამა, რომელიც ისწავლება ორივე ენაზე (ინგლისური + იტალიური)

დაფინანსება

წარჩინებულ საერთაშორისო სტუდენტებს, უნივერსიტეტი სთავაზობს 50% ფასდაკლებას სწავლის საფასურზე, სწავლის პირველ წელს. შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება ემყარება ბაკალავრის პროგრამის ბოლოს წლის შეფასებებს. ასევე, ყველა საერთაშორისო სტუდენტს შესაძლებლობა აქვს განაცხადი გააკეთოს რეგიონულ სტიპენდიაზე. სტიპენდია მოიცავს 4500 ევროს, საცხოვრებელს და კვებას.

საცხოვრებელი

საერთაშრისო სტუდენტს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საცხოვრებელით. უნივერსიტეტი სტუდენტებს საცხოვრებელს სთავაზობს შედარებით დაბალ ფასად და მისი ღირებულება შეადგენს 280 ევროს ყოველთვიურად.

   






Самым популярным видом кредитования физических лиц в России являетсязаймы, который возможно получить без справок и поручителей в течение одних суток. test850 test4260