Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს კლაიპედას საერთშორისო უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც დაარსდა კანადისა და ამერიკის ერთობლივი ძალისხმევით 1991 წელს ლიტვაში. ეს არის ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც დანერგილია ამერიკული სტილის განათლების სისტემა. სასწავლებელი არის აკრედიტირებული, ხოლო სასწავლო ენა არის ინგლისური.  ჩვენი ფაკულტეტის 2/3 არის ამერიკიდან და კანადიდან, 1/3 ლიტვიიდან და დასავლეთ ევროპიდან. ჩვენ გვყავს დაახლოებით 500 სტუდენტი საბაკალავრო პროგრამებზე, რომელთაგან 40% არის ლიტვიდან და 60% მსოფლიოს 30 ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ყოველ ახალ სემესტრში გვყავს 30 სტუდენტი ამერიკიდან და 30 პარტნიორი ინსტიტუტებიდან. უნივერსიტეტს ჰყავს ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტები და ასევე, ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით მიდიან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის უნვიერსიტეტებში.

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ 6 საბაკალავრო პროგრამას შემდეგ სპეციალობებში:

  • International Business Administration,
  • English Language and Literature,
  • Psychology,
  • Theology,
  • International Relations and Development
  • Contemporary Communication

ასევე, გვაქვს 2 დიტანციური სამაგისტრო პროგრამა მათთვის, ვინც მუშაობს:

  • ინგლისური ენა უცხოელებისთვის
  • MBA
  • MA TESOL
  • MA in International Management

MBA-ს პროგრამას აქვს ორმაგი დიპლომი – ერთი ლიტვის, ხოლო მეორე ამერიკული უნივერსიტეტისგან.

საცხოვრებელი კამპუსი

LCC წარმოადგენს ერთადერთ უნივერსიტეტს ლიტვაში და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც აქვს სრული კამპუსი. უნივერსიტეტს აქვს ორი თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე კამპუსში. აღნიშნული საცხოვრებელი  უზრუნველყოფს ტუდენტების 60%.

კავშირი საქართველოსთან

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტს ჰყავს 34 სტუდნეტი საქართველოდან, რომლებიც სწავლობენ სრულ სასწავლო პროგრამებზე.

::: გაატარე ზაფხული ლიტვაში
LCC გთავაზობთ ინგლისური ენის საზაფხულო სკოლას. საერთშორისო გამოცდილება 20 სხავდასხვა ქვეყნის მონაწილესთან ერთად და შეუდარებელი საზაფხულო არდადეგები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.lcc.lt/home/english-center/summer-programs/sli-lithuania/

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ Facebook გვერდი LCC Georgia.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

LCC International University

Kretingos 36, Klaipeda

Lithuania

+370 46 310 460

info@lcc.lt

www.lcc.lt

www.facebook.com/LCC.International.University