Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს კლაიპედას საერთშორისო უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც დაარსდა კანადისა და ამერიკის ერთობლივი ძალისხმევით და სადაც დანერგილია ჩრდილოეთ ამერიკის საგანმანათლებლო სისტემა. სასწავლებელი არის აკრედიტირებული, ხოლო სასწავლო ენა არის ინგლისური.  ჩვენი ფაკულტეტის 2/3 არის ამერიკიდან და კანადიდან, 1/3 ლიტვიდან და დანარჩენი ქვეყნებიდან. ჩვენ გვყავს დაახლოებით 600 სტუდენტი, რომელთაგან 40% არის ლიტვიდან და 60% მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ყოველ ახალ სემესტრში გვყავს 50 სტუდენტი ჩრდილოეთ ამერიკიდან და 30 პარტნიორი ინსტიტუტებიდან. ასევე გვყავს ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტები.

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტები მიისწრაფვიან იმისკენ, რომ სრულად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში.  ჩვენი ინტერაქტიული სასწავლო გარემო საშუალებას აძლევს სტუდნეტებს განავითარონ აზროვნების უნარები და გააფართოვონ პროფესიული შესაძლებლობები. სტუდენტები ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში ჩვენს პროფესორებთან ერთად და ავითარებენ თავის ინდივიდუალიზმსა და კრიტიკული აზროვნების უნარს.

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ 6 საბაკალავრო პროგრამას:

  • საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება
  • ინგლისური ენა და ლიტერატურა
  • ფსიქოლოგია
  • თეოლოგია
  • თანამედროვე კომუნიკაციები
  • საერთაშორისო ურთიერთობები

ასევე, გვაქვს 2 დიტანციური სამაგისტრო პროგრამა მათთვის, ვინც მუშაობს:

  • ინგლისური ენა უცხოელებისთვის
  • MBA (ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა) ტეილორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (ინდიანა, აშშ).

2015 წლის იანვრიდან LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ინტენსიური ინგლისური ენის პროგრამებს თბილისში, მათთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის გაუმჯობესება ან სურს მოემზადოს ჩვენს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საშემოდგომო მიღებისთვის. ინტენსიური ინგლისურის პროგრამას აქვს კრედიტებიც, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში თუ სწავლას გააგრძელებთ ჩვენს უნივერსიტეტში.

ასევე, გთავაზობთ ინგლისური ენის საზაფხულო კურსებს თბილისში ან ლიტვაში.