Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > LCC International University
 
LCC International University

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/85680795419?pwd=ZHFLTWlrNWhnNEQ1R2ZFVTdMQURTUT09

Meeting ID: 856 8079 5419

Passcode: 713462

 

 

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარებული, ჩრდილოეთ ამერიკული სტილის უნივერსიტეტია ლიეტუვაში. უნივერსიტეტი რეგიონში უნიკალური, მომავალზე-ორიენტირებული განათლების და ინტერაქტიური აკადემიური გარემოს შეთავაზებით გამოირჩევა.

LCC სთავაზობს  აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. LCC ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტია. ამიტომ თითოეული პროგრამა მრავლდისციპლინურ, სასწავლო გეგმის ძირითად კურსებს მოიცავს, რომელიც განამტკიცებს სტუდენტის  კრიტიკულ აზროვნებას და კონფლიქტის ტრანსფორმაციის უნარებს მულტიკულტურული პერსპექტივებისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის გამოწვევებით.

პროგრამების საშუალებით სტუდენტები ზრდიან საკომუნიკაციო და ლიდერობის კომპეტენციას. ჩვენი კურსდამთავრებულები ანალიტიკურ ცოდნას იყენებენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სამუშაო ადგილზე და სამეწარმეო შესაძლებლობებში, ასევე ჩართულნი არიან საზოგადოების მშენებლობასა და სამოქალაქო საქმიანობაში.

LCC  სტუდენტებს სთავაზობს 450,000 ევროზე-მეტ ფინანსურ დახმარებას ყოველწლიურად. 2021-2022 წლისთვის, სწავლის წლიური საფასური 3240 ევროს შეადგენს.

ნაადრევი განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 30 იანვარი.

დაგვიანებული განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 15 აპრილი.

საბოლოო განაცხადის შეტანის ვადა – 30 მაისი.

საბაკალავრო პროგრამები:

თანამედროვე კომუნიკაცია

ინგლისური ენა და ლიტერატურა

საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება

საერთაშორისო ურთიერთობები და განვითარება

ფსიქოლოგია

თეოლოგია

სამაგისტრო პროგრამები

MA in International Management

MA in TESOL

პროგრამების ხარისხის გარეშე:

Summer Language Institute

GAP year

Summer Programs

MA TESOL Program