Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Macquarie University
 
Macquarie University

დაარსდა: 1964 წელს

მდებარეობა: სიდნეი, ავსტრალია

სტუდენტების რაოდენობა: 40,000

უნივერსიტეტი გთავაზობთ მსოფლიო დონის სასწავლო პროცესს. ჩვენი სასწავლებელი 2019 წელს, დასახელდა მსოფლიოს  10 საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის (THE 2019), რომელსაც ჰყავს 11000-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი მსოფლიოს 103-ზე მეტი ქვეყნიდან. ჩვენ გვაქვს, როგორც საბაკალავარო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები სხვადასვხა მიმართულებით.

ჩვენი სტუდენტები სარგებლობენ მსოფლიო დონის – ახალი ბიბლიოთეკით, კერძო საავადმყოფოთი, სპორტული მოედნებით, სპორტული დარბაზით და ოლიმპიური ზომის საცურაო აუზით. გაკვეთილის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ და განიტვირთონ უნივერსიტეტის ბარში ან გარე ტერასებზე.

საცხოვრებელი სივრცე

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ საცხოვრებელს ყველა სტუდენტისთვის, როგორც კამპუსში, ასევე მის გარეთ. თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ახალ საცხოვრებელში, როგორც საკუთარ (single), ასევე საერთო (shared) ოთახში.

სწავლა

დამსაქმებლები მთელს მსოფლიოში, მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უნივერსიტეტის სწავლების პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პრაქტიკული უნარები. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირება, როგორც ავსტრალიის, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უნივერსიტეტის გლობალური ლიდერობის პროგრამის (GLP) საშუალებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი უნარები  პრაქტიკაში გამოიყენონ სწავლის და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის საშუალებით, როგორც ავსტრალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით, უნივერსიტეტი დასახელდა მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის ნიუ-იორკ თაიმსის კვლევის მიხედვით. ჩვენი კურსდამთავრებულთა ქსელი აერთიანებს 150,000-ზე მეტ ადამიანს, რაც პროფესიული კონტაქტების დამყარების საუკეთესო საშუალებას იძლევა.

მულტიკულტურული საზოგადოება

უნივერსიტეტს ჰყავს 40,000 სტუდენტი 130 ქვეყნიდან. თითოეულ სტუდენტს უნივერსიტეტისგან აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა სწავლის დაწყების დღიდან დასრულებამდე.

აკადემიური პროგრამები

  • Business
  • Education and teaching
  • Engineering and IT
  • Environment
  • Health and medical sciences
  • Health professions
  • Law
  • Linguistics, speech and hearing
  • Graduate School of Management
  • Media and creative arts
  • Psychology
  • Science
  • Security and intelligence
  • Society, languages and culture
  • Translating and interpreting

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს: www.mq.edu.au

   






Самым популярным видом кредитования физических лиц в России являетсязаймы, который возможно получить без справок и поручителей в течение одних суток.