Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Minerva
 
Minerva

არასამთავრობო ორგანიზაცია „მინერვა” გთავაზობთ ჩვენს პარტნიორ რომის სახელმწიფო უნივერსიტეტ „რომა ტრეში“ მაგისტრატურის კურსს ტურიზმის ენასა და ინტერკულტურულ კომუნიკაციაში.

მეორე სემესტრიდან საუკეთესო სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოიპოვონ უნივერსიტეტის სტიპენდია. კურსის ფარგლებში მოეწყობა საინტერესო შემეცნებითი ექსკურსიები იტალიის სხვადასხვა ქალაქსა და მუზეუმში. ყველა სტუდენტი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას იტალიის წამყვან ტურისტულ კომპანიებში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაძლებელია დასაქმებაც. კურსის ფარგლებში, იტალიურთან ერთად, შეისწავლით ინგლისურს და დამატებით ერთ-ერთ ევროპულ ენას არჩევით (გერმანული, ფრანგული, ესპანური).

სასწავლო პროგრამის სახელწოდება: ტურიზმის ენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია;

კვალიფიკაცია: ტურიზმის ენისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის მაგისტრი;

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი აკადემიური წელი – 60 კრედიტი;

სამაგისტრო პროგრამის მიზანი:  მაღალკვალიფიციური საერთაშორისო დონის ექსპერტის მომზადება ტურიზმის ყველა სფეროში და ინტერკულტურულ კომუნიკაციაში, რაც ქვეყნებს შორის წარმატებული ტურისტული კავშირისა და კულტურული ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა .

სწავლების შედეგები  და კარიერული შესაძლებლობები: სამაგისტრო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დასაქმდეთ: ტუროპერატორ კომპანიებში, ავიაკომპანიებში, კურორტის მენეჯმენტის კომპანიებში, კონვენციებისა და ვიზიტორთა ბიუროს, საჯარო სექტორისა და ეროვნული ტურიზმის ორგანიზაციებში, კულტურული რესურსებისა და მემკვიდრეობის მართვის სფეროში,  სასტუმრო ქსელებსა და სხვა ტურისტულ ობიექტეზე, ასევე შეძლებთ, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი ტურიზმის ნებისმიერ სფეროში.

სამაგისტრო კურსის გასავლელად აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა. მათთვის კი, ვინც ჯერ არ ფლობს იტალიურს, „მინერვა“ პარტნიორ რომის უნივერსიტეტთან ერთად გთავაზობთ სპეციალურად ასეთი სტუდენტებისთვის შემუშავებულ წინასამაგისტრო მოსამზადებელ კურსს.

არასამთავრობო ორგანიზავია „მინერვა“ და იტალიის სახელმწიფო უნივერსიტეტი „რომა ტრე“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გახდეთ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ტურიზმის საქმესა და ინტერკულტურულ ურთიერთობაში ისეთ ტურისტულ ქვეყანაში, როგორიცაა იტალია!  იჩქარეთ, გახდით საერთაშორისო დონის სპეციალისტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ და საჭირო სფეროში.

სწავლება ევროპულ ტელემატურ უნივერსიტეტში
ვისაც გსურთ სრულყოფილი ევროპული უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ ვერ ახერხებთ სხვადასხვა მიზეზით, მსოფლიოს 43 წამყვანი უნივერსიტეტის კონსორციუმი – საერთაშორისო ტელემატური უნივერსიტეტი „უნინეტუნო“  მისი  ტექნოლოგიური ცენტრის – „მინერვას“ მეშვეობით გთავაზობთ  პირველად საქართველოში დისტანციურ ონლაინ უნივერსიტეტს. ლექციების კურს კითხულობენ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ცნობილი მეცნიერები.  ტელემატურ „უნინეტუნოს“  დიპლომები (ბაკალავრის, მაგისტრის) მსოფლიოში აღიარებულია.

მიიღეთ სრულყოფილი ევროპული უმაღლესი განათლება სახლიდან გაუსვლელად – 

თქვენი უნივერსიტეტი თქვენს კომპიუტერშია!

საერთაშორისო ტელემატური უნივერსიტეტი „უნინეტუნო“  (უტიუ) მის ტექნოლოგიურ ცენტრთნ  – „მინერვასთან“  ერთად აცხადებს  მიღებას საბაკალავრო და სამაგიტრო პროგრამებზე. სწავლება მიმდინარეობს 6 ენაზე და სტუდენს შეუძლია სასწავლებლად  აირჩიოს სასურველი ენა (ინგლისური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, ბერძნული და  არაბული). ლექციები ჩატარდება ონლაინ წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების პროფესორების მიერ. სასწავლო კურსისა და  დიდაქტიკური მასალების მიწოდება ვების საშუალებით ხორციელდება. ელექტრონული სწავლების პორტალზე შექმნილია ვირტუალური სასწავლო გარემო, სტუდენტი უზრუნველყოფილია ელექტრონული სასწავლო მასალებითა და საშუალებებით. ესენია: ვიდეოგაკვეთილები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ვირტუალური ლაბორატორია, ვიდეო და აუდიო ჩათ მოდულები.

სასწავლო პროცესში სტუდენტებს დაეხმარება პერსონალური მენტორი. გამოცდები ჩატარდება „მინერვას“ ტექნოლოგიურ ცენტრში და კურირებას გაუწევენ ევროპიდან ჩამოსული პროფესორები. ტექნოლოგიური ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიითა და უახლესი ტელეკომუნიკაციური სისტემებით: ტელეკომუნიკაციით, პერსონალური ტელევიზიით, მულტიმედიით, სატელიტური არხებით და კომპიუტერული ქსელებით. შედეგად, „უნინეტუნოს“ სტუდენტებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო ღონისძიებებში ვიდეოკონფერენციის სისტემების საშუალებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩაწერა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატის კურსები:

გამოთვლითი ტექნიკის კურსი;

სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერია;

საინჟინრო მენეჯმენტი;

– მიმართულება: ეკონომიკა

– მიმართულება: წარმოება

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის ინჟინერია

– მიმართულება: კომპიუტერული ინჟინერია

– მიმართულება: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის ინჟინერია

სამაგისტრო კურსები

– ევროპული სამართალი და პოლიტიკა;

– ევრო-ხმელთაშუაზღვის კულტურა და პოლიტიკა;

– დიზაინის მენეჯმენტი;

– მოდის მენეჯმენტი;

– მიკროსაკრედიტო მენეჯმენტი;

– უძრავი ქონების ფინანსების მენეჯმენტი;

– პროექტების მართვა;

– ჩინური ბიზნეს სამართალი.

რატომ უნდა ისწავლოთ საერთაშორისო ტელემატურ უნივერსიტეტში „უნინეტუნოში“?

„უტიუ“ გახლავთ მსოფლიოს 43 წამყვანი უნივერსიტეტის კონსორციუმისგან შექმნილი გრანდიოზული მასშტაბების მქონე უნიკალური უნივერსიტეტი, სადაც ლექციებს სხვადასხვა ენაზე ონლაინ რეჟიმში კითხულობენ მსოფლიოს უნივერისტეტების ცნობილი მეცნიერები. წლების წინ წარმოუდგენელი იყო ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში განათლების მიღება. ამ მეთოდის ერთერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს საშუალება ეძლევა,  ეზიაროს სრულყოფილ, თანამედროვე  ევროპულ უმაღლეს განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს ზუსტად ისეთივე მსოფლიოში აღიარებული დიპლომი, როგორსაც ის მიიღებდა ადგილზე.

აქციეთ თქვენი ოცნება რეალობად!

ნუ ელოდებით, როდის გიხმობთ ევროპა, თავად აღმოაჩინეთ ევროპა თქვენს კომპიუტერში.