Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > MONROE COLLEGE
 
MONROE COLLEGE

MONROE COLLEGE

მონროს კოლეჯი დაარსდა 1933 წელს ერთი მთავარი მიზნით, რომ მიეცა განათლება ქალებისა და მამაკაცებისთვის წარმატებული კარიერისთვის მსოფლიოში. მონროს კოლეჯი აღიარებულია როგორც ეროვნული ლიდერი ფოკუსირებული, კარიერაზე ორიენტირებული, ხარისხიანი განათლებით და საკლასო სწავლების რეალური სამყაროს გამოცდილებასთან ინტეგრაციით. მონრო გთავაზობთ სასერთიფიკატო, ასოცირებულ, საბაკალავრო, და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს შესაბამის სფეროებში დასაქმებაში, დღევანდელ სწრაფად ცვალებად გლობალურ ეკონომიკაში.

მონროს კოლეჯში სტუდენტები სწავლობენ ლიბერალურ ხელოვნებას და აერთიანებენ მას მათთვის სასურველ პროგრამასთან, რაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ განათლებას. პროგრამები მოიცავს ბუღალტერიას, ცხობას და კულინარიას, ბიზნეს მენეჯმენტს, კრიმინალურ სამართალს, კულინარიის ხელოვნებას, ზოგად ბიზნესს, ჯანმრთელობის მომსახურების ადმინისტრირებას, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სამედიცინო ადმინისტრაციას, სამედიცინო დახმარებას, საექთნო საქმეს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

მისია
მონროს კოლეჯი სთავაზობს პროფესიონალურ, კარიერაზე ორიენტირებულ უმაღლეს განათლებას  სტუდენტებს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებიდან. ჩვენ ამაყად ვღებულობთ და ვაძლევთ შესაძლებლობას იმ მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაიმდიდრონ მათი ცხოვრება პერსონალურ და დამხარე გარემოში. ჩვენ ვუზრუნველყობთ მზრუნველ და ეფექტურ სწავლებას და მდგრად ლექტორებს, რომლებიც არიან ენთუზიაზმით სავსე, მცოდნე და ორიენტირებულნი სტუდენტების წარმატებაზე. ჩვენ ვაფუძნებთ სწავლის პროცესს ამ ძლიერ მეთოდებზე, რათა მოვამზადოთ სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის.

პროგრამები

შიდა ასოცირებული აკადემიური პროგრამები                   

  • Accounting
  • Baking and Pastry
  • Business Administration
  • Criminal Justice
  • Culinary Arts
  • Hospitality Management
  • Information Technology
  • Medical Administration
  • Medical Assisting
  • Pharmacy Tech
  • Nursing
  • Career Concentrations for AAS Students

შიდა საბაკალავრო აკადემიური პროგრამები  

  • Business Management
  • Criminal Justice
  • Early Childhood Education
  • General Business
  • Health Services Administration
  • Hospitality Management
  • Information Technology
  • Public Accounting
  • Public Health
  • Minor in Legal Studies
  • Bachelors of Nursing Degree (BSN)

შიდა სამაგისტრო აკადემიური პროგრამები
Master’s of Business Administration (M.B.A)
Master’s of Science in Criminal Justice (M.S)
M.S. Executive Leadership in Hospitality Management
Master of Public Health

ისწავლე ინგლისური ნიუ იორკში
ELLI არის მონროს კოლეჯის ინგლისური ენის სწავლების ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს New Rochelle-ში, მხოლოდ 30 წუთის დაშორებით ნიუ იორკიდან. ენის სწავლების ინსტიტუტი ამზადებს სტუდენტებს კითხვაში, წერისა და ლაპარაკის უნარებში, რომელიც დაეხმარება მათ ამერიკულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლის წარმატებით გაგრძელებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მონროს კოლეჯი (საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი)

მის: 434 Main Street, New Rochelle, NY 10801
ტელ: +1 914-740-6769
ელ-ფოსტა: vshukhrat@monroecollege.edu
ვებ-გვერდი: www.monroecollege.edu
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=JSE6aNF69jI