Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > NCUK – The Northern Consortium
 
NCUK – The Northern Consortium

დაინტერესებული ხართ საზღვარგარეთ სწავლით? NCUK არის საუკეთესო გზა უნივერსიტეტისკენ!

ჩვენი საუნივერსიტეტო საკვალიფიკაციო გზა შექმნილია იმისთვის, რომ მოემზადოთ არამარტო უნივერსიტეტში სწავლისთვის, არამედ წარმატების მიღწევისთვის.

თუ ახლახანს დაამთავრეთ სკოლა და გსურთ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი ბაკალავრის ხარისხის მისაღებად ან გსურთ მოემზადოთ სამაგისტრო საფეხურისთვის, ჩვენ დაგეხმარებით კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ჩვენი სასწავლო ცენტრები მდებარეობს დიდი ბრიტანეთში და ირლანდიაში, სადაც თქვენ ისწავლით ფიზიკურად ან ონლაინ. ჩვენთან სწავლით თქვენ მიიღებთ დამატებით წელს უცხოეთში ცხოვრებისთვის და ეზიარებით ახალ კულტურას, სანამ დაიწყებთ სწავლას უნივერსიტეტში.

NCUK-ის კვალიფიკაციის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ წვდომას 40 სხვადასხვა უნივერსიტეტზე, რომელთაგან 25 უნივერსიტეტი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში. აღნიშნული უნივერსიტეტებიდან 24 მათგანი 100 საუკეთესო ბრიტანულ უნივერსიტეტს შორის არის (Complete University Guide University League Tables 2021), ხოლო 5 მათგანი მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის (QS World University Rankings 2021).

ყოველწლიურად NCUK აჯილდოებს საუკეთესო მოსწრების სტუდენტებს. წლიური საპრიზო ფონდი 50,000 ფუნტზე მეტი, ხოლო ინდივიდუალური აკადემიური დამსახურების პრიზები 50-დან 1000 ფუნტამდეა.

სტიპენდიები

NCUK გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სტიპენდიებს. ზოგიერთი სტიპენდია ავტომატურად გაიცემა ზოგი კი არის განსაკუთრებული ტიპის.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: www.ncuk.ac.uk