Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Niagara College
 
Niagara College

18 აპრილი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/88133645850?pwd=TjIrMUVQUHBZWm5tRnhISE5FbTlodz09

Meeting ID: 881 3364 5850

Passcode: 264940

 

 

ნიაგარას კოლეჯი არის ონტარიოს გამოყენებითი ხელოვნებისა და ტექნოლოგიების 25 კოლეჯიდან ერთ-ერთი, რომელიც დაარსდა ტრენინგების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სამინისტროს დაქვემდებარებაში. კოლეჯი არის რეგიონში და საერთაშორისო მასშტაბით ლიდერი გამოყენებითი განათლების სფეროში. სხვადასხვა სპეციალობებს შორის არის ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, მედია, საზოგადოების უსაფრთხოება, ტურიზმი, მებაღეობა, ბიზნესი და სხვა,

კოლეჯი მდებარეობს ნიაგარას შუაგულში, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილიდან ძალიან ახლოს. კოლეჯს აქვს 130-ზე მეტი ინოვაციური პროგრამა უელლანდიასა და ნიაგარას კამპუსებში. ჩვენი კამპუსები გთავაზობთ ლაბორატორიებს, სადაც შესაძლებელია მსოფლიო დონის გამოყენებითი კვლევის გაკეთება. კოლეჯში არის განსაკუთრებულად მეგობრული და სასიამოვნო გარემო.

2019 წლის მონაცემებით, ნიაგარას კოლეჯის კურსდამთავრებულების 81.1% დასაქმდა კოლეჯის დასრულებიდან 6 თვეში.

სტიპენდიები

აპლიკანტებს საქართველოდან ვთავაზობთ სტიპენდიებს, ასევე მოთხოვნის სფუძველზე გათავისუფლდებიან სააპლიკაციო გადასახადისგან.

ასევე ქართველ აპლიკანტებს კოლეჯი თავაზობს ჩარიცხვას აპლიკაციის გაგზავნიდან 72 საათში. ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე.

დეტალური ინფრომაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ

თუ დაკაშირებისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა გთხოვთ, მიწეროთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს:

Facebook: https://www.facebook.com/ncinternational