Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Pace University
 
Pace University

1906 წელს ერთ-ოთახიანი საბუღალტრო სკოლის სახით დაარსებული Pace, დღეს   სხვადასხვა სასწავლო და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას სთავაზობს სტუდენტებს. აქ არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები 150-ზე მეტი სპეციალობით და პროგრამით , ფეისის 6 სკოლასა და კოლეჯთან ერთად. სამედიცინო კოლეჯი, ხელოვნებისა და მეცნიერების დაისონის კოლეჯი, ელიზაბეტ ჰობის სამართლის სკოლა,  ლუბინის ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინფორმაციო სისტემების სიდენბურგის სკოლა — სთავაზობს  სხვადასხვა სასწავლო კურსს ბიზნესში, მედიცინაში, კომპიუტერულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განათლებაში, მეცნიერებაში, სამართალში, ხელოვნებასა და სხვა დარგებში.

თითოეულ პროგრამას და გამოცდილებას ჩვენი მეტროპოლიტენის, ნიუ იორკის ადგილმდებარეობა აძლიერებს. ქვედა მანჰეტენზე მდებარ ნიუ იორკ სითის კამპუსიდან ფეხით მიხვალთ  ვოლ სტრიტზე, საუთ სტრიტის საზღვაო პორტში, ბრუკლინის ხიდსა და მეტროსადგურთან.

ფეისი ცნობილია ინიციატივიანი, მონდომებული, შემოქმედი და წარმატებული სტუდენტებით. ამჟამად, უნივერსიტეტში 13 000-ზე მეტი სხვადასხვა ბიოგრაფიის მქონე სტუდენტი სწავლობს, პირველი თაობის, საერთაშორისო და არა-ტრადიციულის ჩათვლით.  ფეისი აერთიანებს დიდი უნივერსიტეტების რესურსებსა და სარგებელს მცირემასშტაბიანი კოლეჯისთვის დამახასიათებელ, ინდივიდუალურ ყურადღებასა და აქცენტთან. სრულ და დამატებით განაკვეთზე მომუშავე, ენთუზიასტ  ფაკულტეტის წევრებს, აკადემიური მომზადების  პროფესიულ გამოცდილებასთან დაბალანსებით, საკლასო ოთახში დინამიკა შემოაქვთ.  ესენი არიან დარგის სპეციალისტები, კონსულტანტები, მრჩეველები და ჩვენი სტუდენტების მენტორები.

საბაკალავრო პროგრამები: https://www.pace.edu/find-your-program/undergraduate

სამაგისტრო პროგრამები: https://www.pace.edu/find-your-program/graduate